ნანა ქიტიაშვილი - პროფესიით ჰიდროგეოლოგი, აკადემიური დოქტორი, ასისტენტ-პროფესორი.
უმაღლეს სასწავლებელში სწავლისა და შემდეგ, მუშაობის პერიოდში, მომეცა საშუალება უშუალოდ მიმეღო მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა მხარეში ჰიდროგეოლოგიური, საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური კვლევების მიზნით განხორციელებულ საველე და კამერალურ სამუშაოებში. ვფიქრობ, რომ სწორედ სტუდენტობის პერიოდში შეძენილი პროფესიული უნარები და დარგისადმი მზარდი ინტერესი დაედო საფუძვლად ამავე მიმართულებით სწავლის გაგრძელებას, სამაგისტრო და სადისერტაციო ნაშრომების მომზადებას, სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობას და შემდგომ პედაგოგიურ საქმიანობას.
მოხარული ვარ, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის პარალელურად, 2016 წლიდან უშუალოდ პროფესიული მიმართულებით გავაგრძელე მუშაობა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტში. მიმაჩნია, რომ პრაქტიკული პროფესიული საქმიანობა მნიშვნელოვანი წინაპირობაა სხვადასხვა სამეცნიერო თუ პრაქტიკული საკითხის კვალიფიციური გადაწყვეტისა და წარმატებული პედაგოგიური საქმიანობისთვის.
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებები: ჰიდროგეოლოგია, გეოლოგია, გეოეკოლოგია, მიწისქვეშა წყლის რესურსების მართვა