ასოცირებული პროფესორი

1982 წლის 14 მაისს დავიბადე ქ. თბილისში. 1988 წლიდან ვსწავლობდი კრწანისის საშუალო სკოლაში. 1999 წელს დავამთავრე ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების კოლეჯი "ნინო". ამავე წელს ჩავირიცხე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე საავტომობილო გზებისა და აეროდრომების მშენებლობის სპეციალობაზე. 2003 წელს მივიღე ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია, რის შემდეგაც სწავლა განვაგრძე ამავე უნივერსიტეტის იგივე ფაკულტეტის მაგისტრატურაზე. 2006 წელს მომენიჭა მაგისტრის აკადემიური ხარისხი და სატრანსპორტო ხელოვნური ნაგებობების მშენებლის კვალიფიკაცია. 2008-2011 წლებში დოქტურანტურის პროგრამის გავლის შემდეგ 2011 წელს მომენიჭა ინჟინერიის დოქტორის აკადემიური ხარისხი მშენებლობაში.

2003 წლიდან დღემდე ვმუშაობ სხვადასხვა საგზაო საპროექტო კომპანიებში ინჟინრად / ხელმძღვანელად. 2009-2010 წწ ვმუშაობდი ქალაქ თბილისის მუნიციპალურ შპს "ლაბორატორიაში" მთავარ სპეციალისტად. 2010-2011 წწ-საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი - მსოფლიო ბანკის პროექტების ტექნიკური აუდიტორი, 2012 წლიდან ვარ შპს "გლობალ პროჯექთ"-ის დირექტორი, ორგანიზაციის ძირითადი საქმიანობაა საავტომობილო გზების და მასთან დაკავშირებული ხელოვნური ნაგებობების კვლევა-ძიება და დაპროექტება. 2014-2017 წლებში ვმუშაობდი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის საგზაო დეპარტამენტში მოწვეული მასწავლებლის თანამდებობაზე, 2017-2025 წლებში ვმუშაობდი სამშენებლო ფაკულტეტზე ასისტენტ პროფესორის თანამდებობაზე, ხოლო 2025 წლიდან კი სამუშაო განვაგრძე ამავე ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე. პარალელურად, როგორც მიწვეული პროფესორი, 2017 წლიდან, აშშ-ში (San Diego, California) გადამზადების შემდგომ ვთანამშრომლობ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან.

ჩემი ინტერესის სფეროს წარმოადგენს საგზაო ინფრასტრუქტურა, ასევე მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიები. ვფლობ, ვასწავლი და სისტემატიურად ვიყენებ პრაკტიკაში ავტომატიზირებული დაპროექტებისათვის განკუთვნილ რამოდენიმე კომპიუტერულ საინჟინრო პროგრამას. პროფესიული მოღვაწეობის პერიოდში მონაწილეობა მაქვს მიღებული როგორც აგილობრივ, ასევე საერთაშორისო კონფერენციებში.