ჩვენი კვლევის საგანია ქ.თბილისის მიწისქვეშა სივრცის ათვისება და ამ პრობლემასთან დაკავშირებული სიახლეების დანერგვა და საქართველოს და უშუალოდ თბილისის პირობებში მათი გამოყენება. ინსტიტუტში, ამჟამად უნივერსიტეტში, მუშაობის დროს სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საქმიანობასთან ერთად აქტიურ მონაწილეობას ვღებულობდი კათედრის სამეცნიერო-პრაქტიკულ კვლევებში – ჩემი მონაწილეობით, ხოლო მოგვიანებით უშუალო ხელმძღვანელობით ჩატარდა რკინიგზის, საავტომობილო და მეტროპოლიტენის გვირაბების გამოკვლევა. ყოველი გამოკვლევა-გამოცდის შედეგები ფორმდებოდა მეცნიერული ანგარიშის სახით, რომელიც გადაეცემოდა ხოლმე დამკვეთს.
გარდა აღნიშნულისა გამოკვლევა-გამოცდის შედეგად მიღებული გამოცდილების გამოყენებით ჩემს მიერ 1 რამდენიმე სახელმძღვანელო, დამხმარე სახელმძღვანელო, მეთოდური მითითება და ლექციების კონსპექტი, შემუშავდა 2 სილაბუსი.
- სამშენებლო მასალების და კონსტრუქციების არამრღვევი მეთოდებით დიაგნოსტიკა და კონტროლი.