ინგა ირემაშვილი - 2006 წლიდან ვარ ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი მშენებელ-ტექნოლოგის სპეციალობით, ამავე წლიდან დავინიშნე სტუ-ს ც. მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ, ვარ აგრეთვე სტუ-ს სამშენებლო ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ასევე ააიპ გარემოს დაცვის ეკოცენტრის უფრ. მეცნ-თანამშრომელი. ვმონაწილეობ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო გრანტების შესრულებაში და მრავალ გარემოსდამცავ პროექტში. ჩემი ინტერესთა სფეროა ბუნებრივი კატასტროფების საწინააღმდეგო გარემოსდამცავი საინჟინრო ღონისძიებები; მწვანე სახურავები; ქვათაცვენა, მშენებლობაში ბეტონის გამყარების დაჩქარება მარტივი ჰელიომოწყობილობების გამოყენებით; წყლის რესურსები და სხვ.
- ეკოლოგია
- გარემოს დაცვა
- მშენებლობა