ასოცირებული პროფესორი

მე გიორგი ხეცურიანი დავიბადე 1984 წლის 23 ნოემბერს ქალაქ თბილისში. 2002 წელს დავამთავრე ქალაქ თბილისის 99-ე საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩავირიცხე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე. 2006 წელს მომენიჭა ბაკალავრის, 2008 წელს მაგისტრის, ხოლო 2014 წელს დოქტორის აკადემიური ხარისხი. 2009-2020 წლებში ვმუშაობდი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანატის მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე. 2014 წლიდან დღემდე ვეწევი პედაგოგიურ საქმიანობას. 2018 წლიდან დღემდე ვმუშაობ RMG-ი ჯგუფის სასწავლო აკადემიის კონსულტანტის პოზიციაზე და ვარ მრავალი პროექტის ავტორი. აღნიშნულ პროექტებში 350-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა საიდანაც 100-ზე მეტი უკვე დასაქმებულია კომპანია RMG-ის სხვადასხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში, სამთო-გეოლოგიური პროფილით მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო კომპანიებში. 2022 წელს RMG-ი ჯგუფის მხარდაჭერით სტუ-ს სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე შეიქმნა სამთო-გეოლოგიური ტექნოლოგიების ცენტრი, რომელსაც ვხელმძღვანელობ დღემდე.

სამეცნიერო ინტერესები
  • მყარ წიაღისეულზე ბურღვა
  • ნავთობისა და გაზის ჭაბურღილების ბურღვის ტექნოლოგია
  • საბურღი ხსნარები
  • ჭაბურღილების დაცემენტება