ასოცირებული პროფესორი

ჰიდროგეოლოგიის დარგში ჩემი მუშაობის უწყვეტი სტაჟი სამ ათეულ წელს აღემატება. შესაბამისად, მაქვს საკმაო გამოცდილება და კარგად მესმის როგორც ზოგადად გეოლოგიის დარგის, ასევე მისი ერთ-ერთი მიმართულების - ჰიდროგეოლოგიის პრობლემური საკითხების სწორად გადაწყვეტის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა.

მაქვს გუნდური მუშაობის გამოცდილება, ვარ კომუნიკაბელური და სტუდენტებთან ვმუშაობ 2003 წლიდან, როგორც ბაკალავრებთან, ისე მაგისტრანტებთან და დოქტორანტებთან. გეოლოგიის დარგში და ახალგაზრდებთან ხანგრძლივი მუშაობით შეძენილი გამოცდილების საფუძველზე შემიძლია მივცე მათ სათანადო საბაზისო ცოდნა, რომლის გამოყენებით, მომავალში პროფესიული ზრდის პარალელურად, შეძლებენ სხვადასხვა სახის ჰიდროგეოლოგიური პრობლემების (მაგალითად, მიწისქვეშა წყლების რესურსებთან დაკავშირებული საკითხები) გაანალიზებას და სწორი გადაწყვეტილებების მიღებას.

სამეცნიერო ინტერესები
  • საქართველოს მიწისქვეშა (მტკნარი, მინერალური და თერმული) წყლების რესურსების დეტალური შესწავლა მათი რაციონალური გამოყენებისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით.
  • მიწისქვეშა (მტკნარი, მინერალური და თერმული) წყლების საბადოების სანიტარიული დაცვის ზონების დადგენისა და სათანადო ამკრძალავ თუ განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები