საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო - გეოლოგიური ფაკულტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი. ჩემი სამეცნიერო და პრაქტიკული მოღვაწეობის სფერო ძირითადად ეხება აღმოსავლეთ საქართველოს პალეოგენური და ნეოგენური ნალექების სტრატიგრაფიის, პალეოგეოგრაფიის და ამ ასაკის ნალექებში განამარხებული მცენარეების მტვრის მარცვლების პალინოლოგიური შესწავლის საკითხებს.
ვარ 33 სამეცნიერო შრომის ავტორი, გამოქვეყნებული მაქვს 7 მონოგრაფია და 2 ელექტრონული სახელმძღვანელო-.პალეონტოლოგია, ხერხემლიანთა პალეონტოლოგია. სისტემატურად ვმონაწილეობ საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციებსა და სიმპიზიუმებში, ვმონაწილეობდი აგრეთვე სამეცნიერო-კვლევით პროექტებში (2012-2014წწ. და 2016-2019წწ). სამეცნიერო - კვლევით სამუშაოებთან ერთად მიმყავს სასწავლო კურსები ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაში (ზოგადი გეოლოგია, სტრატიგრაფია, პალეონტოლოგია, უხერხემლოების პალეონტოლოგია, პალეონტოლოგიის საფუძვლები).
- ბიოსტრატიგრაფია, პალეოეკოლოგია, პალეოგეოგრაფია, სტრატიგრაფია, გეოლოგია, სედიმენტოლოგია, მეოთხეულის გეოლოგია, პალეოკლიმატოლოგია