ასისტენტ პროფესორი

მე ნინო ალექსანდრეს ასული ადეიშვილი დავიბადე ქ.თბილისში 1975 წლის 24 სექტემბერს. 1992 წელს დავამთავრე ქ.თბილისის გრიგოლ ხანძთელის სახელობის 1 ექსპერიმენტული სკოლა. ამავე წელს ჩავაბარე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე, სასარგებლო წიაღისეული საბადოების გეოლოგიური აგეგმვა, ძებნა, ძიების სპეციალობით, რომელიც დავამთავრე 1996 წ-ს, მომენიჭა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, სამთო-ინჟინერ-გეოლოგის კვალიფიკაციით. 1997-1999 წწ-ში ამავე ფაკულტეტზე წარჩინებით დავამთავრე მაგისტრატურა და მომენიჭა მაგისტრის ხარისხი. 2009 წელს ჩავაბარე გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის დოქტურანტურაში, რომელიც დავამთავრე 2012 წელს და მომენიჭა აკადემიური დოქტორის ხარისხი.

მაქვს მიღებული მონაწილეობა საერთაშორისო კონფერენციებში. ბევრჯერ ვყოფილვარ კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი.

ვარ სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ქალთა საბჭოს თავჯდომარე. ჩემს საქმიან თუ ინტერესების სფეროს ეხება საველე სასწავლო-სამუშაო პრაქტიკის ხელმძღვანელობა წლების მანძილზე. საგრანტო სამუშაოში მაქვს მიღებული მონაწილეობა, ასევე ტრენინგებში და სამთო ინსტიტუტის სახელშეკრულებო თემებში. ვარ ერთი ელექტრონული სახელმძღვანელოს თანაავტორი.

სამეცნიერო ინტერესები
  • ინტერესების სფეროს წარმოადგენს კრისტალოგრაფიის საკითხები, მინერალოგია, ძვირფასი ქვები და კეთილშობილი ლითონები და მადნები. წიგნების შეგროვება სპეციალობის მიხედვით, ვკურირებ კათედრაზე არსებულ ბიბლიოთეკას.