სასწავლო კურსები მიმყავს საუნივერსიტეტო განათლების სამივე საფეხურზე. გამოქვეყნებული მაქვს 74 მეცნიერული შრომა, მათ შორის 6 სახელმძღვანელო და 5 მონოგრაფია. ვარ უმაღლესი განათლების ხარისხის მართვის ექსპერტი, მაგისტრანტებისა და დოქტორანტების მეცნიერ-ხელმძღვანელი.
2003 წელს ამირჩიეს ინფორმატიზაციის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილ წევრად, ხოლო 2013 წელს საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად. ამჟამად, ვარ ამავე აკადემიის თანაპრეზიდენტი და საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო ჟურნალ „მოამბეს" მთავარი რედაქტორი. არჩეული ვარ აგრეთვე რამდენიმე სამეცნიერო ჟურნალის სარედაქციო საბჭოს წევრად.
დაჯილდოებული ვარ ღირსების მედლით, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მედლით. გამოცხადებული მაქვს პრეზიდენტის მადლობა. ვარ დაოჯახებული. მყავს მეუღლე, ორი შვილი და ორი შვილიშვილი.
- მეცნიერული ინტერესები: ● სწავლების მეთოდოლოგია და მენეჯმენტი უმაღლეს განათლებაში ● უმაღლესი სკოლის პედაგოგიკა ● ზოგადი და რელიგიური პედაგოგიკა ● ბიზნესის ეთიკა და ბიზნესისა და საზოგადოების ურთიერთობა ● პერსონალის ქოუჩინგი