ხელმძღვანელი: პროფ. თამარ მებუკე       

ინტერდისციპლინარული ტექსტოლოგია და ტექსტების ჟანრული სპეციფიკის შესწავლა.

       ინტერდისციპლინარული ტექსტოლოგია წარმოადგენს ფილოლოგიის თანამედროვე დარგს, რომელიც განიხილავს ტექსტს როგორც კვლევის და სწავლების ძირითად ერთეულს და იკვლევს ტექსტის ფორმის, კომპოზიციის, სტრუქტურის და შინაარსის სპეციფიკას სხვადასხვა მეთოდების მეშვეობით. ორიენტირება ინტერდისციპლინარულ კვლევეზე და კომპარატიულ მიდგომაზე გულისხმობს კვლევის დროს დაყრდნობას თეორიული ცოდნის სოლიდურ ბაზაზე და პრაკტიკაზე სხვადასხვა მეთოდების ადეკვატურ გამოყენებას მრავალასპექტიან კვლევით სამუშაოში.

    ზემოთ მოყვანილ თემაზე მუშაობა გვაძლევს საშუალებას გავაერთიანოთ საერთო მიზნით სხვადასხვა ფილოლოგიის დარგში ხარისხის მქონე სპეციალისტები საერთო კვლევით სამუშაოში. საერთო მუშაობის პირველ მიზანს წარმოადგენს ტექნიკური უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის პროფესორების საერთო მუშაობა თანამედროვე ინგლისური ენის სხვადასხვა ჟანრების განვითარების სპეციფიკაზე ისეთ დარგებში, როგორებიცაა ლექსიკა, გრამატიკა, სტილისტიკა, ლინგვოკულტოროლოგია, ლიტერატურის მცოდნეობა თანამედროვე ინგლისური ენის განვითარების უკეთესი შესწავლისთვის და გამოყენებისთვის სასწავლო პროცესში.   

  კვლევის ინტერესები: მუშაობის ძირითად მიზანს წარმოადგენს სხვადასხვა ჟანრების (სამეცნიერო, პუბლიცისტური, მხატვრული ლიტერატურის) ტექსტების შესწავლა და შედარება.  საერთო მუშაობის საბოლოო მიზანს წარმოადგენს საერთო ნაშრომის გამოქვეყნება, რომელშიც ასახული იქნება თანამედროვე ინგლისური ენის განვითარების თვისებანი. 

სამეცნიერო ინტერესები
  • ტექსტის ლინგვისტიკა, ლიტერატურის თეორია, ნარატიული ჟანრების სტრუქტურა
  • ლიტერატურული არქეტიპები, ტექნიკური თარგმანის თეორია