გახლავართ შემდეგი აკადემიური კურსების წამყვანი პროფესორი: "მდგრადი დიზაინის მეთოდოლოგია", მდგრადი განვითარება და საზოგადოება“, „მდგრადი განვითარების მომავალი“, „მდგრადი განვითარების არქიტექტურა“, „მდგრადი განვითარება და ნაშენი გარემო“ და „არქიტექტურული კონსტრუქციები“.

ვარ საქართველოს არქიტექტორთა კავშირის გამგეობის წევრი. არქიტექტორთა საერთაშორისო აკადემიის MAAM და საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.

2023 წლიდან დავინიშნე UNESCO/UIA-ს (არქიტექტორთა საერთაშორისო კავშირი).არქიტექტურული საგანმანათლებლო პროგრამების ვალიდაციის საბჭოს წევრად.

2011 -2017 წლებში გახლდით სამეცნიერო-ტექნიკური ჟურნალის „არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის თანამედროვე პრობლემების“ მთავარი რედაქტორი.

როგორც არქიტექტორი და ექსპერტი-მეცნიერი ამ სფეროში, 40 წელზე მეტი ხნის გამოცდილებით, ვმუშაობდი სხვადასხვა ორგანიზაციებში, კერძო კომპანიებსა და აკადემიურ დაწესებულებებში. აქტიურად ვარ ჩართული არქიტექტურული პროექტების შემუშავება-განხორციელებაიშ (მათგან 67-ზე მეტია განხორციელებული).

ვარ 42 სამეცნიერო სტატიის ავტორი არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარების, არქიტექტურის თეორიის, ისტორიის და მდგრადი განვითარების არქიტექტურის დარგში.

როგორც გუნდის ლიდერი აქტიურად ვმონაწილეობ არქიტექტურული პროგრამის, სილაბუსების მოდერნიზაციაში და

ახალი კურიკულუმების შემუშავებაში.




სამეცნიერო ინტერესები
  • არქიტექტურა, ქალაქგეგმარება, დიზაინი, მდგრადი განვითარება
  • არქიტექტურის ისტორია