მე, ნანა ალექსანდრეს ასული რაზმაძე, დავიბადე 1956 წლის 13 ნოემბერს ქ.მცხეთაში. დავამთავრე ქ.რუსთავის მე-10 მათემატიკური სკოლა 1973 წელს. ჩავაბარე საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში 1973 წელს. 1978 წელს დავამთავრე სპი-ს სამშენებლო ფაკულტეტი და მომენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია. პარალელურად დავამთავრე სპი-ს ჰუმანიტარული ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება. 1981 წლიდან ვმუშაობ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში: ლაბორანტად, უფროს ლაბორანტად, ასისტენტად,უფროს მასწავლებლად, ვიყავი დოცენტი, ასოცირებული პროფესორი, 2017 წლიდან ვარ პროფესორი. 2002 წელს დავიცავი საკანდიდატო დისერტაცია. მაქვს 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. მყავს მაგისტრანტები და 3 დოქტორანტი
- საგანგებო სიტუაციები, შრომის უსაფრთხოება