საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის „სამთო სამუშაოების ელექტროფიკაცია და ავტომატიზაცია“ სპეციალობის დამთავრების შემდეგ, ვმუშაობდი თბილისის სატრანსპორტო კვლევით ინსტიტუტში „საქსპეცტრანსი“, უფროსი ინჟინრის თანამდებობაზე. 1987-1988 წლებში საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის წარმოების ეკონომიკის კათედრაზე ვკითხულობდი ლექციებს, როგორც მოწვეული მასწავლებელი. 1992 წლიდან დღემდე ვმუშაობ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის შრომის უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში. 2009-2010 წლებში გავიარე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „შრომისა და ორგანიზაციული ფსიქოლოგიის კურსი“. 2010 წელს დავასრულე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტურა, ამავე წელს დავიცავი დისერტაცია და მომენიჭა საინჟინრო მეცნიერებათა აკადემიური დოქტორის ხარისხი. ამჟამად ვმუშაობ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომის უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის უფროსის, პროფესორის თანამდებობაზე.
პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად ვეწევი სამეცნიერო მუშაობას, ვარ სადოქტორო პროგრამის „პროფესიული უსაფრთხოება და ჯანმრთელობა“ ხელმძღვანელი. აქტიურად ვიღებ მონაწილეობას განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის მიერ განხორციელებულ პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის შემუშავების პროცესში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ ორგანიზებულ პედაგოგთა საერთაშორისო ტრენინგებში. 2017 წელს მონაწილეობა მივიღე ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ, საერთაშორისო მობილობის პროგრამა სტუ Erasmus+ აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამაში. ვარ აშშ-ის აიოვას უნივერსიტეტის და სტუ-ის სერთიფიცირებული შრომის უსაფრთხოების ტრენერი.
- საგანგებო სიტუაციები, შრომის უსაფრთხოება, შრომის ფსიქოლოგია
- რისკების შეფასება და მართვა
- უსაფრთხოების საინჟინრო ფსიქოლოგია
- რისკის კონტექსტები და უსაფრთხოების მენეჯმენტი