დავიბადე ქ. თბილისში 1944 წლის 10 ოქტომბერს. 1961 წელს წარმატებით დავამთავრე ქ. თბილისის 39 საშუალო სკოლა. 1961 - 66 წლებში ვსწავლობდი სპი-ის სამშენებლო ფაკულტეტზე სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით, მივიღე ინჟინერ-მშენებელის კვალიფიკაცია. დიპლომი N115178 .1967 წლიდან მუშაობა დავიწყე სპი-ის მასალათა გამძლეობისა და დრეკადობის თეორის კათედრაზე. 1973 წელს დავიცავი საკანდიდატო დისერტაცია. 1977– 1978 წ. გავიარე სამეცნიერო სტაჟირება პარიზის #7 უნივერსიტეტში (ლექციების და ლაბორატორიების ჩატარება). 1998 წელს დავიცავი სადოქტორო დისერტაცია. მომენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის წოდება.
გამოქვეყნებული მაქვს 165 სამეცნიერო სტატია, 15 სახელმძღვანელო და დამხმარე სახელმძღვანელო ქართულ, რუსულ და ფრანგულ ენებზე.
ვარ სტუ-ს სარედაქციო საგამომცემლო საბჭოს წევრი; სტუ–ს შრომების კრებულის სარედაქციო კოლეგიის წევრი; სტუ–ს სამეცნიერო– ტექნიკური ჟურნალ „მშნებლობა“–ს სარედაქციო კოლეგიის წევრი(თავჯდომარე, მოადგილე); ევროკავშირის მეცნიერებისა და განათლების განვითარების ფონდი (საქ. განყოფილება).
მოსწავლეთა და სტუდენტთა ნამუშევრების შეფასების ჟიურის წევრი. საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოს მდივანი. საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი. საერთაშორისო საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი. ქუთაისის საპატიო მოქალაქე. ეგრისის სამეცნიერო აკადემიის აკადემიკოსი. დიპლომი №30
მიღებული მაქვს ღირსების მედალი -1998 წ. (დიპლომის №112) სახელმწიფო პრემია -1998 წ. დარგობრივი პრემია -2002 წ.(დიპლომის №2033)
ღირსების ორდენი -2002 წ. (დიპლომის №862) საქ. სახ. პრემია 1997 გორგიძის სახელობის პრემია 2000 წ. ღირსების ორდენი ღირსების მედალი.
ვმონაწილეობ ვორქ–შოფუბში ტემპუსის პროგრამით (შვედეთი, იტალია). მაქვს 10-ზე მეტი გამოგონება. ჩემი ხელმძღვანელობით დაცულია 25 სამაგისტრო და სადოქტორო შრომა
ვარ დაოჯახებული. მყავს მეუღლე, შვილი, შვილიშვილი
- მყარი დეფორმადი სხეულის მექანიკა