მე მაია ვახტანგის ასული დავითაია დავიბადე 1962 წლის 3 აგვისტოს ქ. თბილისში. 1979-1983 წწ. ვსწავლობდი სპი-ს (შემდგომში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) არქიტექტურის ფაკულტეტზე, 1983-1985 წწ. სწავლა გავაგრძელე მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტის, არქიტექტურის ისტორიისა და თეორიის სპეციალობაზე. 1985-1987 წწ. ვმუშაობდი საპროექტო ორგანიზაცია “სოფლმეურნპროექტში” არქიტექტორად; 1993 წ. დავამთავრე სპი-ის არქიტექტურის ფაკულტეტის ასპირანტურა. 2004 წ. არქიტექტურის დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად დავიცავი დისერტაცია. 1993 წ-დან დღემდე ვმუშაობ სტუ-ს, არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტზე. 2018 წლიდან სტუ-ს პროფესორი. გამოქვეყნებული მაქვს 48 სტატია არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის თანამედროვე პრობლემებზე, მიღებული მაქვს მონაწილეობა 25 სამეცნიერო კონფერენციაში, ვორქშოპებში, ტრეინინგებში, კონკურსებში. საქართველოს არქიტექტორთა კავშირის წევრი 1987 წლიდან და 2022 წლიდან განათლების მიმართულების თავმჯდომარე. ვხელმძღვანელობ სტუ-ს არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის მაგისტრატურისა (2022 წლამდე) და დოქტორანტურის პროგრამა „არქიტექტურათმცოდნეობას“. ვარ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო ლიტერატურის დარგობრივი კომისიის თავმჯდომარე, ევროპის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის სრული წევრი (აკადემიური), გერმანია, 2023.დაინტერესებული ვარ მსოფლიო არქიტექტურის ისტორიისა და თანამედროვე არქიტექტურაში არსებული პრობლემების გადაწყვეტის საკითხებით, თანამედროვე არქიტექტურაში ტრადიციისა და ეროვნული იდენტობის გამოვლენის თემით.
- მსოფლიო არქიტექტურის ისტორიის საკითხები
- თანამედროვე არქიტექტურის განვითარების საკითხები
- იაპონური არქიტექტურის განვითარების ძირითადი ტენდენციები
- ქართული არქიტექტურის ისტორია