მე, ნანა მაჭავარიანი, დავიბადე 1949  წლის 24 დეკემბერს. დავამთავრე ქ. თბილისის 57-ესაშუალო სკოლა 1966 წელს.იმავე წელს მისაღები გამოცდები ჩავაბარე და ჩავირიცხე საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუში მსუბუქი მრეწველობის ფაკულტეტზე, რომელიც დავამთავრე 1971 წელს და მომენიჭა ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაცია. 1971 წელსვე განაწილებით მუშაობა დავიწყე სართავ-სატრიკოტაჟო კომბინატში ინსტრუქტორად, შემდეგ უფროს ინჟინრად. 1986 წელს მუშაობა გავაგრძელე საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამეცნიერო კვლევით ლაბორატორიის სამეურნეო თემაში უმცროსს მეცნიერ თანამშრომლად, უფროს ინჟინრად, ხოლო 1988 წლიდან საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის შრომის დაცვის და მაღაროს აეროლოგიის N27 კათედრის უფროს ლაბორანტად, იქვე1991 წ. ასისტენტად, შემდეგ 1994 წ. კათედრის უფროს მასწავლებლად, 2002 წ. დოცენტად, 2006 წ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგანგებო სიტუაციებისა და შრომის უსაფრთხოების მიმართულების ასოცირებულ პროფესორად, 2013.09.09-დან დღემდე პროფესორად. 2002 წელს დავიცავი საკანდიდატო დისერტაცია და მომენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის წოდება, რომელიც გათანაბრებულია დოქტორის აკადემიურ ხარისხთან. ვარ 1 მონოგრაფიის, 24 სამეცნიერო სტატიის, 16 სახელმძღვანელოს, დამხმარე სახელმძღვანელოს და სხვა სასწავლო მეთოდური ლიტერატურის ავტორი. ასევე მონაწილეობა მაქვს მიღებული 12 სამეცნიერო კონფერენციაში, ჩემი ხელმძღვანელობით დაცულია  4 სამაგისტრო  და 1 სადოქტორო ნაშრომი.

სამეცნიერო ინტერესები
  • საგანგებო სიტუაციები
  • შრომის უსაფრთხოება