მერაბ კახიანი


პროფესორი


სამეცნიერო მუშაობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს ცვალებადი გადაცემის ფარდობის მქონე სივრცითი გადაცემების სრულყოფისა და ახალი გადაცემების კონსტრუირების საკითხები. ამ მიზნით შემუშავებულ იქნა: ა) ტალღური და პლანეტარული გადაცემების ახალი კონსტრუქციები, რომლებშიც გადაცემათა ტექნიკური მახასიათებლების გაუმჯობესება ხდება ელასტიური და კომბინირებული მატარების გამოყენებით; ბ) კბილანა-ბურთულებიანი გადაცემები, სადაც ცვალებადი გადაცემის ფარდობა მიიღწევა მასრული გადაცემების საშუალებით; გ) მუშტა გადაცემების ახალი სახეობები; დ) ექსცენტრული კბილანა გადაცემები, რომლებიც მნიშვნელოვნად აფართოებენ ასეთი სახის გადაცემების გამიყენების შესაძლებლობებს; ე) ახალი სახის გადაცემები სრული და არასრული კბილებით. შესრულდა ამ გადაცემათა კინემატუკური და ძალოვანი გაანგარიშება. დამუშავდა კბილანური ვარიატორების სრულიად ახალი კონსტრუქციები სფერული და კონუსური კბილანების გამოყენებით, რომლებშიც ძირითად რგოლს წარმოადგენს შედგენილი კონუსური კბილანა, რომლის საშუალებითაც მიიღწევა ვარიატორების რეგულირების დიაპაზონის მნიშვნელოვანი ზრდა მაღალი ძალოვანი მახასიათებლების პირობებში.

სამეცნიერო მუშაობაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია არამრგვალი კბილანების დამზადების მეთოდებს და ასეთი კბილანების დამზადებისათვის საჭირო ჩარხებისა და დანადგარების შექმნას. მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი ცვალებადი გადაცემის ფარდობის მქონე გადაცემათა პრაქტიკაში გამოყენების საკითხებს, კერძოდ საავტომობილო სფეროში, როგორიცაა საჭის მართვის მექანიზმი და პულსირებული დიფერენციალი; ქიმიურ და კვების მრეწველობაში, როგორიცაა საზელი და სარევი მოწყობილობის ცვლადსიჩქარიანი ამრევი და სხვა.

სამეცნიერო მუშაობას ბოლო წლებში დაემატა წიაღისეულის მომპოვებელ სამრეწველო რეგიონებისთვის დამახასიათებელი ტექნოგენური რისკების შესწავლის,გამოვლენის, პროგნოზირების და მათი შემცირების საკითხები, ასეთი სამრეწველო რეგიონების მდგრადი ფუნქციონირებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმის საჭირო ღონისძიებები.



სამეცნიერო ინტერესები
  • კვლევის ინტერესს წარმოადგენს არამრგვალ კბილანებიანი სივრცითი კბილანური გადაცემების, კერძოდ პლანეტარული და ტალღური გადაცემების განსაკუთრებული შესაძლებლობების დადგენა.
  • ახალი კბილანური გადაცემების კვლევა, მათ შორის კბილანური გადაცემების არასრული კბილით და მუშტა-კბილანური გადაცემების კვლევა ცვალებადი გადაცემის ფარდობის მიღების მიზნით.
  • ლითონმჭრელი იარეღების დამზადების ახალი მეთოდების დამუშავება და ამ მეთოდების პრაქტიკული განხორციელება.
  • გორვის ხახუნის საკისრების ვარგისიანობის ექსპერტიზული დადგენა.