ჯუმბერ ნიჟარაძე

პროფესორი - მასალათა გამძლეობა

 

ვეწევი აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას თითქმის 50 წლის განმავლობაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენოვან ჯგუფებში. ვკითხულობ ლექციებს, ვატარებ პრაქტიკულ მეცადინეობებს და ლაბორატორიულ სამუშაოებს მასალათა გამძლეობისა და დრეკადობის თეორიის მიმართულების საგნებში. ვხელმძღვანელობ როგორ ბაკალავრიატის, ასევე მაგისტრატურის სტუდენტთა სამეცნიერო მუშაობას,

ვმუშაობ საინჟინრო მექანიკის ამოცანების თეორიული გადაწყვეტის მიმართულებით. ჩვენი ინტერესების სფეროა ისეთი კონსტრუქციული ელემენტების გაანგარიშებების მეთოდების დამუშავება, როგორებიცაა ძელი, ფირფიტა, გარსი, გარდა დრეკადობის ზღვრებში გარსების გაანგარიშებისა უპირატესად ვიკვლევთ მათი განგარიშების მეთოდებს პლასტიკურ სტადიაში, რაც მასალების მედეგობის დამატებითი რეზერვების გამოვლინებაში გვეხმარება.

ვეწევი საზოგადოებრივ საქმიანობას. წლების განმავლობაში. ვარ საინჟინრო აკადემიის ტექნიკის ისტორიის განყოფილების მრჩეველი და ამ აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.

მიყვარს ხელოვნება და სპორტი.

სამეცნიერო ინტერესები
  • მყარი დეფორმადი სხეულების მექანიკა