ლელა თოფურია
ასოც. პროფესორი
ჩვენი ჯგუფის კვლევას წარმოადგენს ბიოტექნოლოგიის ისეთი მიმართულება, როგორიცაა ბიოინჟინერიის მიმართულება, სადაც საქმე გვაქვს ცოცხალ სისტემებთან და გამოიყენება მოწინავე ტექნოლოგიები სამედიცინო პრობლემების გადასაწყვეტად, და ბიომედიცინა, რომელიც თეორიული პოზიციებიდან შეისწავლის ადამიანის ორგანიზმს, მის აგებულებას და ფუნქციებს ნორმაში და პათოლოგიის დროს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დასახული ბიოსაინჟინრო კვლევები იყო ბიოტექნოლოგიური სააწარმოს მოწყობილობების მუშაობის რეჟიმის გაუმჯობესების მიმართულებათა განსაზღვრა, ბიოტექნოლოგიური საწარმოს მოწყობილობათა მუშაობის პარამეტრების დამუშავება კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით, ადამიანის ორგანიზმის სხვადასხვა ნაწილების სტატიკის და დინამიკის კანონზომიერებების შესწავლა სამოძრაო აქტივობის ოპტიმიზაციის მიზნით, ორგანიზმზე სხვადასხვა ფიზიკური ფაქტორების მოქმედების მექანიზმები, ბიოტექნოლოგიის ისტორიის საკითხები.
- ჩვენი ინტერესების სფეროა ბიოინჟინერიის მიმართულება, მოწინავე ტექნოლოგიები სამედიცინო პრობლემების გადასაწყვეტად, ბიომედიცინა.