დავიბადე 1946 წლის 24 დეკემბერს. 1969 წელს წარჩინებით დავამთავრე საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი რადიოტექნიკის სპეციალობით.1975 წელს დავამთავრე იმავე ინსტიტუტის ასპირანტურა სპეციალობით ტექნიკური კიბერნეტიკა და ინფორმაციის თეორია და წარმატებით დავიცავი საკანდიდატო დისერტაცია თემაზე ‘’ მარაგის მქონე სისტემის ოპტიმალური მართვა (ენერგოსისტემის მაგალითზე)".
1969 წლიდან ვმუშაობდი სპი-ს ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტის საპრობლემო ლაბორატორიაში ჯერ უმცროს, შემდეგ კი უფროს მეცნიერ-მუშაკად. საპრობლემო ლაბორატორიაში მუშაობისას ხელოვნური ინტელექტის პრობლემებს ვიკვლევდი. მაქვს მიღებული დიდი გამოცდილება პროგრამირებაში, ვიცი საკმაოდ ბევრი დაპროგრამების ენა და ამით ვეხმარები და მომავალშიც დავეხმარები ჩვენ დეპარტამენტს მის სამეცნიერო საქმიანობაში.
1987 წლის სექტემბრიდან ვმუშაობდი სპი-ს (შემდგომში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის) დოცენტად, ასოცირებულ პროფესორად და მოწვეულ პროფესორად ენერგეტიკისა და კავშირგაბმულობის ფ-ზე.. 1921/22 სასწავლო წლიდან ვარ ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროფესორი. ამჟამად ვუძღვები კურსებს: ბაკალავრიატში „სატელეკომუნიკაციო სისტემების მოდელირების პროგრამული ინსტრუმენტები“ და მაგისტრატურაში „კვლევის მეთოდოლოგია ტელეკომუნიკაციაში“. ვარ 5 სახელმძღვანელოს, 4 მეთოდური და 27 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მყავს მეუღლე, ორი ვაჟიშვილი და სამი შვილიშვილი.
- მოდელირება კავშირგაბმულობაში
- ფილტრების პარამეტრების გაწყობა სატელეკომუნიკაციო სისტემების მოდელირების სხვადასხვა პროგრამული ინსტრუმენტების გამოყენებით
- თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიები
CV
გამოქვეყნებული ნაშრომები