ალექსანდრე ლებანიძე

პროფესორი - ალექსანდრე ლებანიძე

ალექსანდრე ლებანიძე - ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის“ დეპარტამენტის პროფესორი, დაიბადა 1966 წლის 4 სექტემბერს ქ.ჭიათურაში. 1983 წელს ჩაირიცხა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სამშენებლო ფაკულტეტზე. იგი მონაწილეობდა მრავალ საერთაშორისო და რესპუბლიკურ სიმპოზიუმებსა და კონფერენციებში. ალექსანდრე ლებანიძე მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია; მათ შორის 6 სახელმძღვანელო და დამხმარე სახელმძღვანელოა. არის მაღალკვალიფიციური პედაგოგი. კითხულობს ლექციებს რკინაბეტონისა და სამშენებლო კონსტრუქციების ზოგად და სპეციალურ კურსებში ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაში. ხელმძღვანელობს მაგისტრანტებს. მისი ხელმძღვანელობით დაიცვა 19 მაგისტრანტმა და 6 დოქტორანტმა. იყო რამდენიმე საკანდიდატო დისერტაციის რეცენზენტი და ოპონენტი.

დაპროექტებული და აშენებული აქვს მრავალი მრავალსართულიანი საცხოვრებელი თუ კომერციული ობიექტები, მრავალ ეკლესია-მონასტერს დაუბრუნდა სიცოცხლე მის მიერ შემუშავებული აღდგენა-გაძლიერების პროექტებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

მისი კვლევის ობიექტებია: სამშენებლო კონსტრუქციების დაპროექტება, სეისმომედეგობა და სეისმომედეგი მშენებლობა.


სამეცნიერო ინტერესები
  • ნაგებობათა სეისმომედეგობის საკითხები;
  • ნაგებობათა დაზიანების დიაგნოსტიკა, მზიდუნარიანობისა და სეისმომედეგობის შეფასებადა
  • შენობა-ნაგებობატა კონსტრუქციების გაანგარიშება და დაპროექტება