ეკატერინე თოფურია

ჩემი კვლევის სფეროს წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიური კოორდინაციული ნაერთების სინთეზი, მათი ფიზიკურ-ქიმიური თვისებების და ბიოლოგიური აქტივობის კვლევა. 2004 წელს დავიცავი დისერტაცია თემაზე „ზოგიერთ ბიოაქტიურ ლიგანდებთან (ჰექსამეთილენტეტრამინი, ჰიდრაზიდები, ჰიდრაზონები) ლითონების კოორდინაციული ნაერთების სინთეზი და კვლევა“.

ნაშრომის მეცნიერული სიახლე მდგომარეობს იმაში, რომ მიღებულია ლითონების ახალი კოორდინაციული ნაერთების სერია, ჩატარებულია ჰექსამეთილენტეტრამინის

(უროთროპინის), პირიდინკარბონმჟავების ჰიდრაზიდების (პიკოლინის, ნიკოტინის და იზონიკოტინის მჟავების ჰიდრაზიდების ), ჰიდრაზონების (მეტა- მეთოქსი-პარა-ოქსი ბენზალდეჰიდის იზონიკოტინოილჰიდრაზონის-ფთივაზიდის და მეტა-ნიტრობენზალდეჰიდის იზონიკოტინოილჰიდრაზონის) კომპლექსაწარმოქმნის უნარის კვანტურ- ქიმიური გამოკვლევა.

სამეცნიერო ჯგუფთან ერთად გამოუშვი  სახელმძღვანელოები და სამეცნიერო სტატიები.  დღეისათვის განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს "სიცოცხლის ლითონების "და ორგანული ლიგანდების მონაწილეობით წარმოქმნილი კოორდინაციული ნაერთების კვლევა, რადგან ასეთი ნაერთების უმრავლესობას გააჩნია სამკურნალო, სადეზინფექციო, ბაქტერიციდული თვისებები. ჰიდრაზონები ორგანული ნაერთებია ,რომლებიც ფართოდ გამოიყენება სინთეზურ და ანალიზურ ქიმიაში.ჩანაცვლებულ ჰიდრაზონებში აღმოჩენილია ლეიკემიის, სარკომის და სხვა ავთვისებიანი წარმონაქმნების საწინააღმდეგო აქტივობა. სამეცნიერო ჯგუფთან ერთად ვაგრძელებ კოორდინაციული ნაერთების კვლევას. 

სამეცნიერო ინტერესები
  • ბიოლოგიურად აქტიური კოორდინაციული ნაერთების სინთეზი, მათი ფიზიკურ-ქიმიური თვისებების და ბიოლოგიური აქტივობის კვლევა