მერაბ გუჯაბიძე
ვარ მაღალი დონის პროფესიონალი არქიტექტორი, რაზეც მეტყველებს ჩემს მიერ შესრულებული პროექტები, შესაბამისი გამოხმაურებით პრესასა თუ საზოგადოებაში. ნაკისრ ვალდებულებებს ვასრულებ კეთილსინდისიერად და პასუხისმგებლობით. პროფესიონალური საქმიანობის გარდა მაქვს ინტერესების მრავალი სფერო. კერძოდ: რეტრო ტექნიკის რესტავრაცია, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი აღჭურვილობისა და ამუნიციის კოლექციონირება. ისტორიული სამხედრო მინიატურული მოდელების კოლექციონირება, კინო, ლიტერატურა და აღმოსავლური ორთაბრძოლები.
სამეცნიერო ინტერესები
- თანამედროვე არქიტექტურული შესაძლებლობებისა და ტექნოლოგიების შესწავლა და საამშენებლო ტექნოლოგიების შესაძლებლობების გაცნობა.