როგორც საინჟინრო ეკოლოგიის წარმომადგენელი და ამ სფეროში მოღვაწე ყოველდღიურად ვმუშაობ და ვეცნობი მსოფლიოში ეკოლოგიური კუთხით მიმდინარე მოვლენებს, რაც დაკავშირებულია გლობალურ დათბობასთან, ეკოლოგიურ დაბინძურებასთან, ახალ ტექნოლოგიებთან, რაც გულისხმობს რეციკლიზაციის ახალ მიმართულებებს სხვადასხვა დარგში, აგრეთვე ახალ ტექნოლოგიებს, რაც დაკავშირებულია სხვადასხვა რესურსების დაზოგვასთან და შესაბამისად ნაკლებ დაბინძურებასა და ეკოლოგიურ უსაფრთხოებასთან. ამ მიმართულებით ვეცნობი სხვადასხვა წიგნებს, ვკრებ ინფორმაციას ინტერნეტიდან, აგრეთვე დაინტერესებული ვარ საქართველოში მიმდინარე რეციკლიზაციის თუ ნაგვის გადამუშავების სხვადასხვა პროცესებით, რომელიც ძალიან აქტუალურია დღეს მთელ მსოფლიოში. ამ მიმართულებით ბევრია ჯერ გასაკეთებელი ვინაიდან ყველაზე აქტუალურია დღეს საქართველოში ქაღალდის გადამუშავება, აგრეთვე პლასტმასის, მაგრამ სხვა მიმართულებებიც ძალიან საინტერესოა, კერძოდ ბატარეები, ელექტრო ნათურები, მინა, საბურავი და ა.შ.
დღევანდელი მსოფლიოს მოთხოვნაა მცირე ნარჩენი, ანუ ნაგავსაყრელზე ხვდება ის გადაუმუშავებელი ნარჩენი, რისი რეციკლიზაციაც ვერ ხერხდება. აგრეთვე ვესწრები სხვადასხვა კონფერენციებს ეკოლოგიასთან მიმართებაში საერთაშორისო იქნება თუ ადგილობრივი, ვმუშაობ სტუდენტებთან ერთად, გამომყავს კონფერენციებზე, ვაძლევ სხვადასხვა თემებს დასამუშავებლად და ყოველი სემესტრის შემდეგ ვაწყობ სტუდენტთა მოსმენას საინტერესო თემატიკებით, სადაც თვითონ სტუდენტები ახდენენ ერთმანეთის შეფასებას. კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ვესწრები და ვღებულობ სხვადასხვა სერტიფიკატებს, მათ შორის ISOS სერთიფიკატებს. ვმუშაობ ჩემს თავზე ყოველდღიურად, ვკითხულიბ სხვადასხვა ლიტერატურას ეკოლოგიასთან მიმართებაში ინგლისურ და რუსულ ენაზე ვთარგმნი ლექციებისათვის და სტუდენტებისათვის, რომ მივაწოდო ახალ-ახალი ინფორმაცია.
- ჩემი ინტერესის სფეროს წარმოადგენს ეკოლოგიური კუთხით მიმდინარე მოვლენები. დაინტერესებული ვარ საქართველოში მიმდინარე რეციკლიზაციის თუ ნაგვის გადამუშავების სხვადასხვა პროცესებით, რომელიც ძალიან აქტუალურია დღეს მთელ მსოფლიოში. ამ მიმართულებით ბევრია ჯერ გასაკეთებელი. საქართველოში დღეს ქაღალდის გადამუშავება, ისევე როგორც პლასტმასის, საკმაოდ აქტუალურია.