მაია ძიძიგური - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის პროფესორი, 2016-დან დღემდე აღმოსავლეთ ევროპის ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი.
პედაგოგიური მოღვაწეობა დაიწყო 1997 წლიდან მაშინდელ საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში არქიტექტურის ფაკულტეტზე. 2016-2022 წლებში ასწავლიდა აღმოსავლეთ ევროპის ინსტიტუტის ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტზე (არქიტექტურის პროგრამა) ძველი სამყაროს და რომანულიდან მე-19 საუკუნემდე არქიტექტურის ისტორიას. ამჟამად არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სასწავლო კურსების: არქიტექტურის ისტორია 1- უძველესი დროიდან XIX საუკუნემდე, История архитектуры 1- с древнейших времен до XIX века, არქიტექტურის ისტორია 2- მსოფლიო არქიტექტურა XIX -XX საუკუნეებში, История архитектуры 2- Мировая архитектура в XIX-XX веках წამყვანი პროფესორი; სასწავლო კურსები მოიცავს მითითებულ დროის მონაკვეთებში არქიტექტურის ჩამოყალიბების და განვითარების პროცესის, სტილების, მიმდინარეობების, ჯგუფების, ცალკეულ არქიტექტორთა შემოქმედების თანმიმდევრულ მიმოხილვას. ყოველკვირეული მეცადინეობები მოიცავს არა მარტო ლექციების კურსს, არამედ სემინარებს, სადაც სტუდენტებს აქტივობის საშუალება ეძლევათ. კურსის მნიშვნელოვანი ნაწილია პრეზენტაციები, რაც მათ საკუთარი თავის საუკეთესო უნარ- ჩვევების წარმოჩენის საშუალებას აძლევს, აჩვევს კრიტიკულ აზროვნებას, საჯარო გამოსვლას, დისკუსიას და ა.შ.
2015-2016 წლებში ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში ლისაბონის უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტზე გაიარა პოსდოქტორანტურის ექვსთვიანი მობილობა (Infinity, Erasmus Mundus Programme) და შეასრულა ნაშრომი -"The comparative analysis of two historical districts in Lisbon and Tbilisi (Bairro Alto, Sololaki)“.
არის მაგისტრატურის, დოქტორანტურის სტუდენტთა სამეცნიერო თემების ხელმძღვანელი. ყოველწლიურად ხელმძღვანელობს სტუდენტების სამეცნიერო თემებს სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობის მისაღებად, რომლებიც წარმატებით წარადგენენ პრეზენტაციებს.
გაკეთებული აქვს საპროექტო დოკუმენტაციისთვის გათვალისწინებული ათეულობით ისტორიულ-არქიტექტურული კვლევა.
- არქიტექტურის კრიტიკული ანალიზი (არქიტექტურათმცოდნეობის მიმართულებით)