ასოცირებული პროფესორი

მე, ხათუნა ავთანდილის ას ავალიანი, დავიბადე 1971 წლის 25 სექტემბერს ქ.თბილისში. 1995 წელს დავამთავრე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო–გეოლოგიური ფაკულტეტის ჰიდროგეოლოგიის და საინჟინრო გეოლოგიის სპეციალობა და მომენიჭა სამთო ინჟინერ–ჰიდროგეოლოგის კვლიფიკაცია. 1998 წელს კი დავამთავრე TASS-ის მენეჯმენტის უმაღლესი სკოლა კვალიფიკაციით – მენეჯერი. 1995 წლიდან ვმუშაობ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. 1997-2002 წწ. პარალელურად ვმუშაობდი შპს ჯეოინჟინირინგში ლაბორანტად, 2009-2012 წწ. სტუ–ს სამთო–გეოლოგიური ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში სპეციალისტად. 2012 წელს მომენიჭა გეოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი. მაქვს 18 სამეცნიერო ნაშრომი და მონაწილეობა მიღებული სამეცნიერო კონფერენციებში. ამჟამად ვარ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გეოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი

სამეცნიერო ინტერესები
  • ჰიდროგეოლოგია
  • საინჟინრო გეოლოგია