ხათუნა ლეჟავა
- დავიბადე 1961 წლის 23 მაისს. დავამთავრე ქ. თბილისის N51 საშუალო სკოლა. ჩავაბარე საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. ინსტიტუტის დამთავრებისთანავე მუშაობა დავიწყე კ. ქუთათელაძის სახელობის საშენი მასალების სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში, ჯერ. კვალიფიკაციის ამაღლებისა და ეკონომიური განათლების კურსების მეთოდისტად, შემდგომ ფიზიკური და ანალიზური ქიმიის ლაბორატორიაში ინჟინრად, ვმონაწილეობდი ინსტიტუტში ჩატარაბულ სხვადასხვა კვლევით სამუშაოებში მასალების პეტროგრაფიული და თერმოგრაფიული კვლევების ნაწილში. 1989 წელს კვალიფიკაციის ასამაღლებლად მივლენილი ვიყავი მოსკოვის "ცემენტის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში", სადაც გავეცანი კვლევების ახალ მეთოდებს და მონაწილეობა მივიღე მხურვალმედეგები ცემენტების კვლევებში. 1994 წელს მუშაობა დავიწყე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საშენი მასალების კათედრაზე ჯერ ასისტენტად, შემდეგ უფროს მასწავლებლად, ვიყავი კათედრის მაძიებელი. 2007-2011 წლებში პარალელურად ვმუშაობდი სტუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მონიტორინგის ჯგუფში სპეციალისტად.2011 წლიდან 2014 წლამდე სტუ-ის სწავლების დეპარტამენტის პროფესიული პროგრამების ჯგუფის უფროს სპეციალისტად, 2014-2017 წლებში სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამების ჯგუფის მთავარ სპეციალისტად და 2017 წლიდან დღემდე სამაგისტრო პროგრამების ჯგუფის უფროსად. 2013 წელს ჩავირიცხე სამშენებლო ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამაზე "მშენებლობა". 2016 წელს დავამთავრე დოქტორანტურის სრული კურსი. დავიცავი სადოქტორო ნაშრომი თემაზე "თბიოსაიზოლაციო-კონსტრქციული მხურვალმედეგი ბეტონი ადგილობრივ ნედლეულზე" და მომენიჭა ინჟინერიის დოქტორის აკადემიური ხარისხი მშენებლობაში. 2017 წელს მონაწილეობა მივიღე კონკურსში აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად და 2017 წლიდან დღემდე ვარ სამშენებლო ფაკულტეტის "სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის ტექნოლოგიების და საშენი მასალების დეპარტამენტის" ასოცირებული პროფესორი ვკითხულობ სალექციო კურსებს: საშენი მასალები, მასალათმცოდნეობა.
- .ჩემი პროფესიული დონის ამაღლების მიზნით ვმონაწილეობ სხვადასხვა ტრენინგებში. ოჯახური მდგომარეობის მხრივ ვარ დაუოჯახებელი და მყავს დედა.
სამეცნიერო ინტერესები
- მშენებლობა, ახალი სამშენებლო მასალები, ქიმია, ახალი სამეცნიერო მიღწევები საქართველოსა და მსოფლიო მასშტაბით