ლევან გიორგაშვილი არის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მათემატიკის დეპარტამენტის პროფესორი. იგი კონკურსის შედეგად 1988 წლიდან მუშაობს დეპარტამენტში, როგორც უწყვეტ ტანთა მექანიკის სპეციალისტი და მუშაობს ძირითადად პოტენციალთა მეთოდისა და ინტეგრალური განტოლებების გამოყენებით დრეკადობის და თერმოდრეკადობის თეორიის სასაზღვრო და სასაზღვრო-საკონტაქტო ამოცანების ამონახსნების არსებობის და ერთადერთობის საკითხების შესწავლაზე, როგორც სტატიკის, ასევე რხევის და ფსევდორხევის შემთხვევაში იზოტროპული, ანიზოტროპული და ჰემიტროპული სხეულებისათვის, აგრეთვე სხეულებისათვის მიკროსტრუქტურითა და მიკროტემპერატურით.
მონაწილეობდა აგრეთვე პროექტში:”კომპოზიტურ დრეკად სხეულებში სხვადასხვა განზომილებიანი ფიზიკური ველების ურთიერთქმედების არაკლასიკური ამოცანები”, GNSF/ ST07/3-170
დრეკადობის თეორიის სასაზღვრო და საკონტაქტო ამოცანები GNSF/ST06/3-001
- მყარი დეფორმადი სხეულების სასაზღვრო ამოცანების გამოკვლევა. პოტენციალთა მეთოდი და ინტეგრალური განტოლებები. დრეკადობის თეორიის სტაციონარული რხევისა და სტატიკის ამოცანები იზოტროპული სხეულებისთვის ჰემიტროპული და თერმო-ჰემიტროპული დრეკადობის თეორიის სასაზღვრო ამოცანების მათემატიკური მოდელირება და გამოკვლევა დრეკად ნარევთა თეორიის სტაციონარული რხევისა და სტატიკის სასაზღვრო ამოცანების გამოკვლევა პოტენციალთა და სინგულარულ განტოლებათა მეთოდის გამოყენები კომპოზიტური სხეულებისათვის სასაზღვრო ამოცანების გამოკვლევა ტემპერატურული ველების გათვალისწინებით სხვადასხვა განზომილებიანი ფიზიკური ველების ურთიერთქმედების მათემატიკური ამოცანები დიფრაქციის ამოცანები დრეკადობის თეორიის სხვადასხვა მოდელისათვის დრეკადობის თეორიის სხვადასხვა მოდელისათვის სასაზღვრო ამოცანების შესწავლა კანონიკური ზედაპირებით შემოსაზღვრული არეებისათვის
CV
გამოქვეყნებული ნაშრომები