თამარ ბერიძე-საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი.


საინჟინრო გრაფიკის საუნივერსიტეტო კურსი ჩვეულებრივად გულისხმობს გრაფიკულ გამოსახულებათა მიღების მხოლოდ ზოგადი საფუძვლების შესწავლას.საუნივერსიტეტო კურსი არ შეიცავს საინჟინრო გეომეტრიის იმ სპეციალურ საკითხებს, რომელთა ცოდნაც საჭიროა სამრეწველო დიზაინის კონკრეტული ამოცანების ოპტიმალური გზებითა და მეთოდებით ამოსახსნელად.ამ ხარვეზის აღმოფხვრას ეძღვნება თამარ ბერიძის სადისერტაციო ნაშრომი ,,საინჟინრო გეომეტრიისა და სამრეწველო დიზაინის ზოგიერთი ერთობლივი ამოცანა და მათი გადაწყვეტის მაგალითები“. იმის გამო, რომ მის მიერ ჩატარებული კვლევებისა და შედეგების ანალოგი ცნობილ სამეცნიერო და სასწავლო ლიტერატურაში ნაკლებად მოიპოვებოდა, საინჟინრო გეომეტრიისა და სამრეწველო დიზაინის ურთიერთკავშირის მისეული ვარიანტი მეცნიერებისთვის გარკვეულ სიახლედ იქნა მიჩნეული და ჩაითვალა, რომ მიღებული შედეგების პრაქტიკაში დანერგვა წარმატების მომტანი იქნებოდა. ამ მიზნით თამარ ბერიძე მივლინებულ იქნა თბილისის ავიამშენებელ ქარხანაში. სადაც მის მიერ ერთ-ერთი გრაფიკული პროგრამით შესრულებულ იქნა ქარხანაში წარმოებული ზემსუბუქი რვაადგილიანი ბიზნეს კლასის თვითმფრინავის (Elite) ძრავის გარსაცმის, ე.წ. ,,მოტოგანდოლას“ ნახაზი. ზედაპირის გეომეტრიული ანალიზის საფუძველზე შემუშავდა ზედაპირის წარმოქმნისა და ასახვის კარკასული მეთოდი.მიღებულ ფორმებზე გადაიჭიმება კომპოზიციური მასალები, რომელთა გამოყენება განაპირობებს თვითმფრინავის სიმსუბუქეს. სს ,,ელმავალმშენებელი“ ახორციელებს ელმავლების მოდერნიზაციას. პარალელურად პროექტირდება მემანქანის სამუშაო ადგილიც. თამარ ბერიძის მიდგომით, უნდა განისაზღვროს მისაღები ზედაპირის გეომეტრია, დადგინდეს სასურველი ფორმის კარკასი და ბოლოს მოხდეს ფურცლოვანი მასალის შემოფენა. რასაკვირველია, შემცირდება ტექნოლოგიური პროცესისთვის განსაზღვრული დრო და სახსრები.

 



სამეცნიერო ინტერესები
  • საინჟინრო გეომეტრიისა და სამრეწველო დიზაინის ერთობლივი ამოცანების კვლევა, კომპიუტერული საინჟინრო გრაფიკის გამოყენება სამრეწველო დიზაინში.
  • ტექნიკური და მხატვრული თარგმანი