1997 წლიდან დღემდე ვმუშაობ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე, სასურსათო პროდუქტების ტექნოლოგიის (დღევანდელ დღეს კვების მეცნიერება და ტექნოლოგიის) მიმართულებაზე, ჯერ საათობრივი ანაზღაურებით, შემდეგ უფროს მასწავლებლად, მოწვეულ პროფესორად, მოწვეულ ასოცირებულ პროფესორად, ასოცირებულ პროფესორად. დღევანდელ დღეს ასისტენტ პროფესორად. თავდაპირველად ვკითხულობდი სასწავლო კურსს „ბიოქიმიაში“ ამ პროგრამის დასწრებულ, საღამოს და დაუსწრებელ ფაკულტეტებზე. 2003 წლიდან კი მთლიანად ვხელმძღვანელობ სასურსათო პროდუქტების ერთ განხრას „ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების ტექნოლოგია“ . 2003 წლიდან ვარ „ლუდისა და უალკოჰოლო სასმელეტის ტექნოლოგიაში“ სადიპლომო, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომების ხელმძღვანელი. 2003 წლიდან ვატარებ შემდეგ სასწავლო კურსებს:

ბაკალავრიატი: ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების ზოგადი ტექნოლოგია, ლუდის ტექნოლოგია, მინერალური წყლების ტექნოლოგია, ლიმონათისა და წვენების ტექნოლოგია, საკურსო პროექტი, ბიოქიმია, ტექნიკური ბიოქიმია.

მაგისტრატურა: კვების პროდუქტების წარმოების ბიოქიმია, ლუდის წარმოების ტექნოლოგია, უალკოჰოლო სასმელების ტექნოლოგია.

   იგივე სასწავლო კურსებს ვკითხულობდი 2013-2018 წლებში აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე, სასურსათო ტექნოლოგიის პროგრამის ბაკალავრიატზე და მაგისტრატურაზე. ვხელმძღვანელობდი „ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების ტექნოლოგიაში“ სამაგისტრო ნაშრომებს. 2017-2019 სასწავლო წლებში აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე, ინგლისურენოვან ღვინის ინგლისურენოვან სასწავლო სამაგისტრო პროგრამაზე -Viticulture and Enology ვკითხულობდი შემდეგ სასწავლო კურსებს: Enology, Wine laboratory methods, Wine microbiology. 

  ვარ 13 სამაგისტრო და ორი სადოქტორო ნაშრომის ხელმძღვანელი.

    


სამეცნიერო ინტერესები
  • ჯანსაღი კვების პროდუქტის წარმოება
  • კვების პროდუქტების ტექნოლოგიური პროცესში ცვლილებების შეტანა
  • საკვები დანამატებით ახალი ტიპის კვების პროდუქტის ტექნოლოგიური სქემის შედგენა და წარმოება