დავიბადე 1945 წლის 1 აპრილს ქ. გურჯაანში. მამა: ტიმოთე ბაქანიძე - სამხედრო მოსამსახურე. დედა: თამარ გოგოლაძე - პედაგოგი. 1952 წელს ჩვენი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ქ. სოხუმში, სადაც 1959 წელს წარჩინებით დავამთავრე საშუალო სკოლის 7 კლასი და ჩავირიცხე სოხუმის ინდუსტრიული ტექნიკუმის სამშენებლო განყოფილებაზე, რომელიც წარჩინებით დავამთავრე1964 წელს და მომენიჭა მშენებლ-ტექნიკოსის კვალიფიკაცია. იმავე წელს ჩავირიცხე საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტზე, ხოლო 1965 წელს გადავედი სამშენებლო ფაკულტეტის დაუსწრებელ განყოფილებაზე. პოლიტექნიკური ინსტიტუტი დავამთავრე 1973 წელს და მომენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია. სხვადასხვა პერიოდში ქ. სოხუმში და ქ. თბილისში ვიმუშავე როგორც მშენებლობებზე (მშენებელთა ბრიგადის და მშენებლობის ოსტატის თანამდებობებზე), ასევე საპროექტო ორგანიზაციებში (ტექნიკოსის, ინჟინრის, ჯგუფის ხელმძღვანელის თანამდებობებზე).

1977 წლიდან ვმუშაობ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში:

1977-1980 წლებში ვიმუშავე ლითონის კონსტრუქციების კათედრის დარგობრივი სამეცნიერო ლაბორატორიის მთ. ინჟინრის და სამეცნიერო თემების ხელმძღვანელის, ხოლო 1980 წლიდან ვმუშაობ სამშენებლო წარმოების ტექნოლოგიის კათედრაზე ასისტენტის, დოცენტის, ასოც. პროფესორის და პროფესორის თანამდებობებზე.

1991 წელს დავიცავი საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „გადახურვის ახალი ტიპის შპრენგელური კომბინირებული კონსტრუქცია“.

წლების მანძილზე ვკითხულობდი ლექციებს საათური ანაზღაურებით სტუ-ს ლითონის კონსტრუქციების, სამშენებლო კონსტრუქციების და საშენი მასალებისა და სამშენებლო წარმოების ტექნოლოგიის კათედრებზე.

სხვადასხვა წლებში ვიმუშავე მოწვეულ სპეციალისტად სხვადასხვა საპროექტო ორგანიზაციებში, სადაც დავამუშავე

300-მდე ობიექტის კონსტრუქციუელი ნაწილის პროექტი. წლების მანძილზე ვიმუშავე მშეენებლობის სამინისტროს საექსპერტო ცენტრის ექსპერტად მშენებლობის ორგანიზაციის პროექტების (მოპ) დარგში.

ვარ დაოჯახებული, მყავს 2 შვილი და 2 შვილიშვილი.

სამეცნიერო ინტერესები
  • მშენებლობის ახალი ტექნოლოგიები