მოზარდობიდან მაინტერესებდა სამეცნიერო-აკადემიური საქმიანობა, ისტორია, ისტორიული გეოგრაფია, საერთაშორისო ურთიერთობები, სახელმწიფოებრიობა და პოლიტიკური პროცესები, აგრეთვე კულტურა და ცივილიზაცია, ისტორიულ სახელმწიფოთა წარმატებისა თუ წარუმეტებლობის მიზეზები, საზოგადოებრივი ორგანიზების, სახელმწიფო მოწყობისა და მართვის ოპტიმალური გზები, სახელმწიფო პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, თავდაცვის, განათლების სისტემები, ინსტიტუტები და მეთოდები. ამდენად მთელი შეგნებული ცხოვრება მიზანმიმართულად და კანონზომიერად მოვიწევდი სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო-აღმზრდელობითი საქმიანობისკენ.
ვთვლი რომ შემაქვს წვლილი პოსტსოციალისტური ტრანსფორმაციის პროცესში და ახალი დროისთვის შესაფერისი ახალი გენერაციის აღზრდაში.
მოზარდობაში ასევე გატაცებული ვიყავი სახვითი ხელოვნებითა და სპორტით (კერძოდ წყალბურთით).
ასევე გატაცებული ვარ ჭადრაკით, თხილამურებით, ცხენებით კულტურული და ეკო-ტურიზმით. მონაწილოება მიმიღია ტურნირებსა, ლაშქრობებსა და ექსპედიციებში.
2002 წლიდან ვეწევი აკადემიურ მუსაობას ტექნიკურ უნივერსიტეტში.
პარალელურად სხვადასხვა დროს ვკითხულობდი ლექციებს საქართველოს სხვა უნივერსიტეტებშიც.
2011 წელს დავიცავი სადოქტორო დისერტაცია სახელწოდებით "სახელმწიფო მართვის პრობლემები საქართველოში, დემოკრატიის სპეციფიკის გათვალისწინებით".
სხვა და სხვა უნივერსიტეტში სხვა და სხვა დროს ვუძღვებოდი ან ამჟამად ვუძღვები შემდეგ დისციპლინებს: სახელმწიფოებრიობის ისტორია;ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორია;მსოფლიო ცივილიზაციის ისტორია; საქართველოს ისტორია; საქართველო და გარესამყარო; დიპლომატიის ისტორია; საერთაშორისო; ურთიერთობების ისტორია; სახელმწიფო მართვის ისტორია; სახელმწიფო მართვის მოდელების შედარებითი ანალიზი; სახელმწიფო მართვის საფუძვლები; სახელმწიფო პოლიტიკის ანალიზი; რეგიონალური კონფლიქტები და თანამედროვე მსოფლიო; სამოქალაქო საზოგადოება და თანამედროვე დემოკრატია; სტრატეგიული დაგეგმვა; სახელმწიფო მართვისა და ბიზნესის ამოცანებში; სახელმწიფო მართვის ეფექტიანობის მიღწევის თანამედროვე მეთოდები; ლიდერობის პრაქტიკული ფილოსოფია; კორპორაციული მართვა; პროჯექტ-მენეჯმენტი; ქვეყანათმცოდნეობა; სწავლების თანამედროვე მეთოდები; კრეაციონიზმის საფუძვლები.
მაქვს ოცზე მეტი პუბლიკაცია და ხუთი შრომა თანავტორობით.
- ხელისუფლება და საზოგადოება
- ისტორია
- საერთაშორისო ურთიერთობები
- სამოქალაქო საზოგადოება
- სახელმწიფო მართვა
- ამერიკანისტიკა
- პოლიტოლოგია
- პოლიტიკური სოციოლოგია
- სახელმწიფოებრიობის თეორია და ისტორია
- კულტურა და ცივილიზაცია
- სწავლების მეთოდები
- მართვა, მენეჯმენტი, ბიზნეს ადმინისტრირება
- საერთაშორისო, ტერიტორიული და ეთნო-პოლიტიკური კონფლიქტები
- სტრატეგიული კვლევები (სამხედრო, პოლიტიკური, საერთაშორისო და ბიზნეს სტრატეგიები)
- პოსტსოციალისტური ტრანსფორმაცია
- გეოგრაფიული დეტერმინიზმი
- ფსიქიკურ სტიქიათა თეორია
- კრეაციონიზმი
CV
გამოქვეყნებული ნაშრომები