მე, ნოდარ დავითის ძე მაჭარაშვილს, მყავს მეუღლე, ორი შვილი და ორი შვილიშვილი.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ 1976 წლიდან მუდმივად ვმუშაობ საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (ტექნიკურ უნივერსიტეტში) სხვადასხვა თანამდებობაზე. კერძოდ, ასისტენტის, უფროსი მასწავლებლის, დოცენტის, ასოცირებული პროფესორის და ბოლოს პროფესორის თანამდებობაზე.
სამეცნიერო მიმართულებით ჩემი ინტერესების სფეროს შეადგენს: ორთოგონალური მწკრივები, განზოგადოებული სფერული ფუნქციები, ფურიე-ლაპლასის მწკრივები.
ჩემი პედაგოგიური მოღვაწეობის განმავლობაში ვკითხულობდი უმაღლესი მათემატიკის სხვადასხვა საკითხებს.ამ პერიოდში გამოქვეყნებული მაქვს 48 სახელმძღვანელო, რომლებიც ეხებიან მათემატიკის სხვადასხვა საკითხებს. 2014 წლიდან ძირითადად ვასწავლი მათემატიკის სპეციალობის სტუდენტებს.
ვცდილობ ჩემი მოვალეობა შევასრულო პირნათლად, მაღალ პროფესიულ დონეზე.
- ორთოგონალურ მწკრივთა შეჯამებადობა, სფერულ ფუნქციათა სისტემის მიმართ ფურიეს მწკრივების შეჯამებადობა, ლაპლასის მწკრივების კრებადობა და შეჯამებადობა.