გოდერძი ტყეშელაშვილი

დავიბადე ვანის რ-ნი სოფ. ბზვანში. 1964-1974 წწ-ში ვსწავლობდი ბზვანის საშუალო სკოლაში. 1974-1979 წწ-ში ვიყავი თბილისის სახ. უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიური ფაკულტეტის სტუდენტი, ხოლო 1979-1983 წწ-ში იქვე ასპირანტი.

სპეციალობით მუშაობა დავიწყე 1980 წ-დან, ამავე დროს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ვიყავი საათობრივ ანაზღაურებაზე, ხოლო 1980 წ-დან ასისტენტი, შემდეგ დოცენტი და პროფესორი. პარალელურად სხვადასხვა დროს ვმუშაობდი თბილისის საწარმოო გაერთიანება "ჩარხმშენებელში", საქართველოს მინისტრთა საბჭოსა და სახელმწიფო კანცელარიაში, საქართველოს პარლამენტში.

ჩემი სამეცნიერო ინტერესის სფეროა საქართველოს ეკონომიკის და მენეჯმენტის აქტუალური საკითხები.

გამოქვეყნებული მაქვს რამდენიმე მონოგრაფია. მაგ. "საქართველოს სამხედრო ეკონომიკის თანამედროვე მდგომარეობა და განვითარების ძირითადი მიმართულებები" (2011), "ბიზნესის მენეჯმენტის პრობლემები თანამედროვე ეკონომიკაში" (2009), პროექტის მენეჯმენტი" (2014), "საქართველოს ტრანსპორტი" (2018) და სხვ.

ასევე სახელმძღვანელოები - "ფირმის მენეჯმენტი" (2014), "ეკონომიკური ანალიზი" (2012), ეკონომიკურ-მათემატიკური მოდელები და მეთოდები" (2013), საქართველოს ტრანსპორტი (2021) და სხვ.