სალომე ხიზანიშვილი

სწავლისადმი, შრომისადმი, დაკისრებული მოვალეობისადმი ვიჩენ მაქსიმალურ ყურადღებას, ვავლენ დიდ შრომისმოყვარეობას. აკადემიურად ვუდგები სამსახურის საქმეებს, სამეცნიერო მოღვაწეობას, სტუდენტებთან ურთიერთობებს. ვთანამშრომლობ სამეცნიერო დონეზე მაგისტრანტებთან და დოქტორანტებთან, მათთან ვაბალანსებ ადამიანურ ურთიერთოებებს, რომელიც, მიმაჩნია, რომ სამეცნიერო თანამშრომლობის აუცილებელი წინაპირობაცაა. კოლეგიალური ურთიერთობები მაქვს ჩემ თაბნამშრომლებთან, რომლებთან ერთადაც ჩართული ვარ სასწავლო და სამეცნიერო მოღვაწეობაში. ჩემი პედაგოგიური პოტენციალით ვცდილობ დავიცვა ჩემი უნივერსიტეტის ღირსება, მისი იმიჯი და მონაწილეობა მივიღო მის სასწავლო-სამეცნიერო წარმატებებში. ჩართული ვარ შიდასაუნივერსიტეტო სამეცნიერო გრანტებში, პროექტებში, კოლეგებთან ერთად ვაქვეყნებ სამეცნიერო სტატიებს, მონოგრაფიებს, ვმონაწილეობ სამეცნიერო კონფერენციებში, როგორც შიდასაუნივერსიტეტო, ასევე სხვა სამეცნიერო დაწესებულებებში. ვცდილობ, მაქსიმალურად გავითავისო თანამედროვე საქართველოს განათლების სისტემაში არსებული ახალი გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომები.

სამეცნიერო ინტერესები
  • სამართლის ფილოსოფია
  • ფსიქოლოგია
  • სოციოლოგია
  • ლიტარეტურული თარგმანი
  • ფილოსოფია