გიორგი ჯაფარიძე არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო გრაფიკის და ტექნიკური მექანიკის დეპარტამენტის პროფესორი, იგი ხელმძღვანელობს სატრანსპორტო სისტემების და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტთან არსებულ ამწე-სატრანსპორტო მანქანების სასწავლო საპროექტო და დიაგნოსტიკურ ცენტრს, ცენტრის მიერ შესრულებულია შემდეგი სამუშაოები:
სხვადასხვა მოდელის ამწე-სარანსპორტო მანქანების მოდერნიზაცია, რეკონსტრუქცია, ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენა, ტექნიკური-შემოწმება დიაგნოსტირება; ატრაქციონების, ლიფტების, უცხოური წარმოების ამწე-სატრანსპორტო მანქანების ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენა, ტექნიკური-შემოწმება დიაგნოსტირება. ამწე-სატრანსპორტო მანქანების ოპერატორებისა და მომსახურე პერსონალის სწავლება.
მისი ხელმძღვანელობითა და უშუალოდ შესრულებულია საქართველოში 400-ზე მეტ ორგანიზაციაში სამუშაოები კერძოდ, სხვადასხვა მოდელის ამწე-სარანსპორტო მანქანების, ატრაქციონების, ლიფტების, წნევის ქვეშ მყოფი ჭურჭლების, ქვაბების და სხვადასხვა არასტანდარტული მოწყობილობების ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენა, ტექნიკური-შემოწმება დიაგნოსტირება; მილჩამლაგებლებისა და სხვადასხვა დანადგარების-სხვადასხვა ტექნიკური-შემოწმება დიაგნოსტირება; ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის სამშენებლო კომპანიებთან, შესრულებულია: სხვადასხვა მოდელის ამწე-სარანსპორტო მანქანების ტექნიკური-შემოწმება დიაგნოსტირება; საპროექტო და საანგარიშო სამუშაოები.
არის საქართველოს სამაგსტრო პროგრამის ,,მექანიკის ინჟინერია და ტექნოლოგია ხელმძღვანელი.
არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სარედაქციო საგამომცემლო საბჭოს წევრი.
- მომეტებული საფრთხის შემცველი დანადგარების: სხვადასხვა მოდელის ამწე-სატრანსპორტო მანქანების, წნევის ქვეშ მყოფი წურჭლებისა და მოწყობილობების, ლიფტების, ესკალატორების, ატრაქციონების პროექტირება, ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენა, კლევა, ექსპერტიზა
- სამრეწველო დანადგარებისა და მანქანების პროექტირება, ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენა, კლევა, ექსპერტიზა