ხათუნა წიქარიშვილი-ასოცირებული პროფესორი.
დეპარტამენტში სამეცნიერო-კვლევითი და პრაქტიკული მუშაობა შემდეგი ძირითადი მიმართულებით მიმდინარეობს:
1. ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების სინთეზი და ანალიზი, სინთეზური სამკურნალო საშუალებების შექმნა.
2. ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ფარმაკოგნოსტური შესწავლა, ბუნებრივი ნედლეულიდან სამკურნალო საშუალებების დამზადება.
3. არა მცენარეული წარმოშობის ბუნებრივი ნედლეულიდან მიღებული ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებიდან სამკურნალო საშუალებების დამზადების ტექნოლოგიის და შემადგენლობის შემუშავება.
4. სინთეზური და ბუნებრივი სამკურნალო საშუალებების შემადგენლობაში შემავალი ფიზიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების და თვით პრეპარატების კვლევა.
5. ჰომეოპათიური, სამკურნალო-კოსმეტიკური, პარფიუმერული საშუალებების მიღება და კვლევა.
6. ფალსიფიცირებული პროდუქციის ოპერატიულად გამოვლენის მიზნით, სამკურნალო პრეპარატების ანალიზის ახალი მეთოდების შემუშავება.
7. ქიმიის ისტორია. ფარმაციის ისტორია.
ჩვენი მიზანია - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფარმაციის დეპარტამენტის და 200 წლის წინ საქართველოში ჩამოსული პირველი გერმანელი ემიგრანტების შთამომავლების და საქართველოში გერმანელთა ასოციაციის „აინუნგის“ ერთობლივი პროექტის შექმნა, რომელიც ითვალისწინებს: საქართველოში გავრცელებული, ბუნებრივი ნედლეულისგან, ვიტამინურ-ამინომჟავური, ვიტამინურ-ფერმენტული კომპლექსების მიღებას და კვლევას, აგრეთვე საქართველოში გავრცელებული ზეთოვანი კულტურების ნაყოფებიდან მიღებული გამონაწვლილების გაწმენდას კერამიკული ულტრა და მიკროფილტრაციის მემბრანებით, მიღებული ზეთებიდან ინფუზატების, მაცერატების, ზეთოვანი ექსტრაქტების (ნახევარპროდუქტების) მიღება და კვლევა.
- ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების სამკურნალო თვისებები
- კოსმეტიკური და პარფიუმერული საშუალებების კვლევა
- ქიმიის ისტორია
- ფარმაციის ისტორია