მაია ჭანტურია - პროფესორი
კვლევის სფეროს წარმოადგენს სამშენებლო კონსტრუქციები, კერძოდ, რკინაბეტონის კონსტრუქციები - მათი მუშაობა ხანგრძლივი დატვირთვების მოქმედებისას. ამ დროს აღძრული ცოცვადობის დეფორმაციის სტოხასტიკური ბუნების კვლევა ცოცვადობის სხვადასხვა თეორიის გამოყენებით. დიდმალიანი კონსტრუქციების - ხიდების და თაღოვანი გადახურვების საიმედოობის გაანგარიშება, ანუ იმ კონსტრუქციებისა, რომლებიც მონტაჟის მომენტში მუშაობენ სხვა სტატიკური სქემით, ხოლო ექსპლუატაციის მომენტში - სხვა სტატიკური სქემით. სეისმოდამცავი აქტიური და პასიური სისტემების კვლევა და მათი გამოყენება სეისმომედეგობის ამაღლების მიზნით.
ასევე ჩემი კვლევის სფეროა სტატისტიკის და ალბათობის თეორიების მეთოდების გამოყენება კონსტრუქციების საიმედოობის გაანგარიშებაში. კონსტრუქციების მახასიათებელი სიდიდეები წარმოადგენენ სტოხასტიკური ბუნების სიდიდეებს თავიანთი შემთხვევითი შესაძლო გადახრებით, მათ გააჩნიათ თავიანთი განაწილების კანონები, რომელთა დადგენა წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანას საიმედოობაზე გაანგარიშებაში.
აგრეთვე ვკითხულობ ლექციებს შემდეგ დისციპლინებში:
- რკინაბეტონის და ქვის კონსტრუქციები;
- საინჟინრო კონსტრუქციები;
- ანტისეისმური პასიური და აქტიური სისტემები მშენებლობაში;
- შენობა-ნაგებობათა საიმედოობა;
- მეცნიერული ექსპერიმენტის დაგეგმვა და სტატისტიკური ანალიზი.
- ანტისეისმური პასიური და აქტიური სისტემები;
ვუწევ სამეცნიერო ხელმძღვანელობას მაგისტრებს და დოქტორანტებს.
- ამ ეტაპზე ვმუშაობ სამშენებლო კონსტრუქციების საიმედოობაზე გაანგარიშების მეთოდების განახლებაზე ევრონორმების მიხედვით
- კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენა-გაძლიერება.
- ანტისეისმური პასიური და აქტიური სისტემებით შენობა-ნაგებობების სეისმომედეგობის ამაღლება.
- ბეტონის ცოცვადობის დეფორმაციის გავლენა კონსტრუქციის საიმედო მუშაობაზე.