მე სიმონ პოჩოვიანი დავიბადე ქ. თბილისში 1951 წელს. 1970 წელს ჩავირიცხე საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, რომელიც 1975 წელს დავამთავრე სპეციალობით მართვის ავტომატიზებული სისტემები. 1988 წელს ჩავირიცხე ასპირანტურაში მეცნიერებათა აკადემიის მართვის პრობლემების ინსტიტუტში (ქ. მოსკოვი), რომელიც 1992 წელს დავამთავრე სპეციალობით მართვის ავტომატიზებული სისტემები. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ვმუშაობ 1994 წლიდან. ვარ სტუ-ს, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის, მართვის ავტომატიზებული სისტემების (პროგრამული ინჟინერიის) დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი 2006 წლიდან. ვარ 86 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის 61 სამეცნიერო სტატიების, 3 მონოგრაფიის, 7 მეთოდური მითითების და 15 სახელმძღვანელოს.

სამეცნიერო ინტერესები
  • მონაცემთა ბაზები; სერვერული ტექნოლოგიები; კომპიუტერული ქსელები; პეტრის ქსელები; თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიები.