ასოცირებული პროფესორი
ავთანდილ გოგოლაძე

დავიბადე ხაშურის რაიონის დაბა სურამში, პედაგოგების ოჯახში. 1974 წელს დავამთავრე საშუალო სკოლა, ხოლო 1975-80 წწ ვსწავლობდი საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში "სამდინარო ნაგებობებისა და ჰიდროელექტროსადგურების ჰიდროტექნიკური მშენებლობის" სპეციალობით. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ დავიწყე მუშაობა ჰიდრავლიკის კათედრაზე უფროსი ლაბორანტის თანამდებობაზე, რის შემდგომ, სხვადასხვა პერიოდში გავიარე პედაგოგიური საქმიანობის თითქმის ყველა საფეხური.

1999 წელს დავიცავი საკანდიდატო დისერტაცია თემაზე "სადაწნეო მილსადენებში დგუშიანი ტუმბოებით გამოწვეული რხევების ჩაქრობის აქტიური მეთოდები" და მომენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.

პედაგოგიურ მუშაობასთან ერთად აქტიურ მონაწილეობას ვღებულობ მეცნიერულ და საზოგადოებრივ საქმიანობაში. ვარ რამდენიმე ათეული სამეცნიერო შრომის, მეთოდური მითითებებისა და ექვსი სახელმძღვანელოს ავტორი.

ვარ მოტივირებული, ყოველდღიურად ვეცნობი ჩემი სპეციალობის ირგვლივ ინტერნეტში მოწოდებულ ინფორმაციას. ვცდილობ, არ ჩამოვრჩე ახალ ტექნოლოგიებს და გამოგონებებს, რათა სტუდენტებს მოვაწოდო არა მოძველებული, არამედ ახალი, თანამედროვე მეთოდები.

ჩემი დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ვწერთ ჩვენს სპეციალობაში წიგნებს, მეთოდურ მითითებებს, სტატიებს.

ვარ კარგი მეოჯახე, მყავს მეუღლე, ორი შვილი და ხუთი შვილიშვილი.

სამეცნიერო ინტერესები
  • ჰიდრავლიკა, ჰიდროტექნიკა, ჰიდროეკოლოგია, ჰიდროლოგია