1986 წელს დავამთავრე საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი, წარჩინებით, სპეციალობით - „სამრეწველო თბოენერგეტიკა“. 2003წ. მომენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი სპეციალობით - „თბოტექნიკის თეორიული საფუძვლები”. 1986 წლიდან დღემდე ვმუშაობ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე სხვადასხვა პოზიციაზე. როგორც ფაკულტეტის თბოენერგეტიკის, ენერგოეფექტური ტექნოლოგიების და ენერგოაუდიტის დეპარტამენტის პროფესორი ვეწევი როგორც პედაგოგიურ, ისე სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. პარალელურად ვმუშაობ სტუ-ის ა. ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის პოზიციაზე. გამოქვეყნებული მაქვს (თანაავტორებთან ერთად) 50-ზე მეტი სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომი. მათ შორის, 1 მონოგრაფია, 2 სასწავლო-მეთოდური ლიტერატურა და 4 გამოგონება. ვხელმძღვანელობდი ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამას "ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია". ამჟამად ვარ მაგისტრატურის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის - "ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია" - ხელმძღვანელი. 2016-2021 წლებში ვასრულებდი ჯერ ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს მდივნის, ხოლო შემდეგ საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს - „ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია“ - მდივანის მოვალეობას. ამჟამად ვარ ფაკულტეტის სწავლული მდივანი და ასევე, ფაკულტეტის საარჩევნო კომისიის წევრი. 2020 წელს ამირჩიეს საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის ნამდვილ წევრად.
- კონვექციური თბოგადაცემის პროცესები და მათი ინტენსიფიკაცია
- თბოგადაცემის პროცესები ფაზური გარდაქმნებისას და მათი ინტენსიფიკაცია
- მცენარეთა თბური დაცვის სისტემები სითბოს დაბალპოტენციური წყაროების გამოყენებით
- ენერგიის განახლებადი წყაროები და ენერგოდამზოგი ტექნოლოგიები