ასოცირებული პროფესორი
თამარ რევაზიშვილი

დავიბადე 1953 წლის 26 მარტს ქალაქ თბილისში. 1970 წელს წარჩინებით დავამთავრე ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის 23-ე საშუალო სკოლა, 1976 წელს კი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი. სამეცნიერო საქმიანობა, რომელიც კიბოსსაწინააღმდეგო ახალი პრეპარატების სინთეზი და გამოკვლევა იყო, დავიწყე 1977 წელს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ბიოპრეპარატების სინთეზის ლაბორატორიაში პროფესორების რამაზ და ჯუანშერ ლაღიძეების ხელმძღვანელობით. 2008 წელს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დავიცავი დისერტაცია თემაზე: „მელატონინის სტრუქტურული ანალოგები და კურარეს მსგავსი ნაერთები ცხიმოვან-არომატული ჯგუფებით − სინთეზი და ბიოლოგიური აქტივობის გამოკვლევა“. 

მოგვიანებით დავინტერესდი ეკოლოგიით, მდგრადი განვითარების თეორიით, საჯარო მმართველობის საკითხებით გარემოს დაცვის სფეროში. მოვამზადე სალექციო კურსი: „მდგრადი განვითარების ეროვნული სტრატეგია“, რომელსაც 2003 წლიდან ვკითხულობ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. ამჟამად ვარ აღნიშნული უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, რამდენიმე საფაკულტეტო კომისიის წევრი, ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციის „ხელისუფლება და საზოგადოება“ საორგანიზაციო კომიტეტის წევრი, ღია დიპლომატიის ასოციაციის გამგეობის მდივანი.




სამეცნიერო ინტერესები
  • ეკოლოგია, მდგრადი განვითარება, საჯარო მმართველობა