ასოცირებული პროფესორი

    ლევან ჯიქიძე

დავიბადე 1960 წლის 20 თებერვალს ქ.თბილისში. 1976 წელს დავამთავრე ქ.თბილისის 55-ე საშუალო სკოლა. იმავე წელს ჩავირიცხე თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. აღნიშნული ფაკულტეტი დავამთავრე 1981წელს (დიპლომი: ЗВ № 053977) და მომენიჭა კვალიფიკაცია: მექანიკოსი, მათემატიკოსი, მათემატიკის მასწავლებელი. იმავე წლიდან ვმუშაობდი საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის (შემდგომში ტექნიკური უნივერსიტეტი) თეორიული მექანიკის კათედრაზე ასისტენტის (საათობრივი ანაზღაურებით), ლაბორანტის, უფროსი ლაბორანტის, ასისტენტის, უფროსი მასწავლებლის, დოცენტის თანამდებობებზე, საინჟინრო მექანიკის დეპარტამენტში (შემდგომში საინჟინრო მექანიკისა და მშენებლობის ტექნიკური ექსპერტიზის დეპარტამენტი) - დოცენტის, ასოცირებული პროფესორის, პროფესორის თანამდებობებზე.

1987-1990 წლები - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა, მყარი ტანის მექანიკის კათედრა, სპეციალობა: სითხის, პლაზმის და აირის მექანიკა.

1998 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დავიცავი დისერტაცია ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად (დიპლომი № 001998).

ამჟამად ვმუშაობ საინჟინრო მექანიკისა და მშენებლობის ტექნიკური ექსპერტიზის №101 დეპარტამენტში ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე. მუშაობის წლებში აქტიურად ვიყავი ჩართული სასწავლო პროცესში. ვკითხულობდი ლექციებს, ვატარებდი პრაქტიკულ და ლაბორატორიულ მეცადინეობებს სხვადასხვა ფაკულტეტებზე აკადემიური დატვირთვის შესაბამისად. ვმონაწილეობ სხვადასხვა ფაკულტეტზე სპეციალობის მიხედვით საგნის სილაბუსის შედგენაში.

  1995-2002 წლებში შეთავსებით ვმუშაობდი ქ.თბილისის №6 საღამოს საშუალო სკოლაში მათემატიკის პედაგოგად, 2008-2009 წლებში-საერთაშორისო სკოლაში "British Connection Ltd" ზოგადი უნარების პედაგოგად. 2022 წლიდან ვკითხულობ ლექციებს და ვატარებ პრაქტიკულ მეცადინეობებს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე მექანიკის ინჟინერია (ხელშეკრულებით).

ვარ მექანიკოსთა კავშირის წევრი.

ვარ დაოჯახებული. მყავს მეუღლე და ორი შვილი.

         

 

სამეცნიერო ინტერესები
  • ბლანტი ელექტროგამტარი სითხის ბრუნვითი სტაციონარული და არასტაციონარული მაგნიტოჰიდროდინამიკური დინებები სითბოგადაცემის გათვალისწინებით.
  • ბლანტი ელექტროგამტარი სითხის პულსაციური სტაციონარული და არასტაციონარული მაგნიტოჰიდროდინამიკური დინებები მილებში სითბოგადაცემის გათვალისწინებით.
  • სასაზღვრო ფენის თეორიის სტაციონარული და არასტაციონარული ამოცანები.