ასოცირებული პროფესორი

მე პროფესორი სოფიო ბლიაძემ 1997 წელს დავამთავრე გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი "ფინანსებისა და კრედიტის" სპეციალობით. 1997-2002 წლებში ჩავაბარე საკანდიდატო მინიმუმის 6 გამოცდა და ამავე წელს დავიცავი საკანდიდატო დისერტაცია. 1994 წლიდან ვმუშაობ უმაღლეს სასწავლებლებში სხვადასხვა პოზიციაზე. 2002 წლის 1 მარტიდან 2005 წლის 1 ნომებრამდე ვიყავი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბორჯომის ფილიალის ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანი, 2005 წლის 1 ნოემბრიდან 2007 წლის 20 ივნისამდე ვიყავი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბორჯომის ფილიალის დირექტორი. 2006-08 წლებში ვიყავი თბილისი ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე. 2008-2018 წლამდე ვიყავი თბილისი სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 2015 წლიდან 2022 წლამდე ვიყავი თბილისი დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

2009 წლიდან დღემდე ვარ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

2002 წლის 24 დეკემბერს გადმომცეს ღირსების მედალი, ხოლო 2003 წლიდან 2006 წლამდე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამენიშნა ახალგაზრდა მეცნიერთა მეორე ხარისხის საპრეზიდენტო სტოპენდია

სამეცნიერო ინტერესები
  • ბუღალტრული აღრიცხვის ახალი მიღწევები