ჩემი სამეცნიერო მოღვაწეობა ეხება ისეთ პრობლემურ საკითხებს, როგორიცაა ქალაქი და ეკოლოგია, ურბანული ტერიტორიის ბუნებრივ-ანთროპოგენული გარემოს ოპტიმიზაციის ორგანიზაციულ-მეთოდური მართვა. გამოქვეყნებული მაქვს ნაშრომები, როგორც სამამულო, ასევე უცხოეთის გამოცემებში. ვმონაწილეობ, კონფერენციებში, როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ. ვაგრძელებ პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში როგორც სრული პროფესორი. ჩემი ხელმძღვანელობით მომზადდა 7 მაგისტრანტი და 5 დოქტორანტი.
გამოქვეყნებული მაქვს დამხმარე სახელმძღვანელოები, წიგნები, მეთოდური მითითებები და საკურსო პროექტების მოცემულობები ქალაქთმშენებლობაში.
ჩემს მიერ მომზადებული წიგნი „ქალაქთმშენებლობითი ეკოლოგია“ ჯერ-ჯერობით ერთადერთია სამამულო პრაქტიკაში ამ თემაზე.
ჩემი სამეცნიერო ნაშრომი „Проблемы расселения в курортных районах Черноморского побережья СССр“ შესულია არქიტექტურისა და მშენებლობის ცენტრალური სამეცნიერო-ტექნიკური ბიბლიოთეკის ბიბლიოგრაფიულ მაჩვენებელში.
ჩემს მიერ მომზადებული დამხმარე სახელმძღვანელო „100 ტესტური კითხვა და პასუხები ეკოლოგიაში“, ნაწილობრივ გამოყენებულია სტუ-ს გამომცემლობა ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გამოცემულ სახელმძღვანელოში „წყლის ეკოლოგია“ .
ჩემი ნაშრომები აღინიშნა პროფესიული პრემიებით: სადიპლომო ნამუშევრების საკავშირო დათვალიერებისას მეორე პრემიით (1966 წ. მოსკოვი); პირველი პრემიით 1971-75 წწ. „მშენებლობისათვის აგურისკედლიანი საცხოვრებელი სახლების ტიპიური პროექტების სერიის“ შექმნისათვის, „თბილისის გენგემის კონცეფციისათვის“ მესამე პრემია.
- გ. სალუქვაძის კვლევითი ინტერესები ეხება ისეთ პრობლემურ საკითხებს, როგორიცაა ქალაქი და ეკოლოგია, საზოგადოების ეკოლოგიურ განათლებას, ეკოლოგიური გაცნობიერების განვითარებას და ქალაქთმშენებლობითი ეკოლოგიის პრობლემებს. მის მიერ ბოლო წლებში გამოქვეყნებული სტატიებია: „ეკოლოგიური და ეკონომიკური მოთხოვნების ჰარმონიზაცია-ქალაქთმშენებლობითი გადაწყვეტის ოპტიმიზაციის ერთ-ერთი საფუძველი“, საქართველოს ეკოლოგიის მეცნიერებათა აკადემია, თბილისი, 2003 წელი (Iშშ 1512-1976); „გლობალიზაციის პროცესი და გარემოს დაცვა“, კავკასიის მაცნე, თბილისი 2004 წელი (Iშშ 1512-0619); „სოციალური საბაზრო ეკონომიკა და ქალაქთმშენებლობითი ეკოლოგიის პრობლემები“ (ჰ. მოსულიშვილთან ერთად), აზერბაიჯანის არქიტექტურის აკადემია, ბაქო 2004 წ; „მართვა, როგორც ურბანული ტერიტორიის ბუნებრივ-ანთროპოგენული გარემოს ოპტიმიზაციის ორგანიზაციულ-მეთოდური ფორმა“, კამარა. ქართული არქიტექტურის თეორიისა და ისტორიის საკითხები, №1 (04), თბილისი, 2005 წელი (Iშშ 1512-2956); „ცოცხალი სილამაზის, ანუ თბილისის ურბოფიტოსისტემის შესახებ“, გამომცემლობა „ტექნიკური უნივერსიტეტი“ ქართული არქიტექტურისა, თეორიისა და ისტორიის საკითხები, თბილისი, 2006 წელი. №2 (5) Iშშ 1512-2976); „ურბოეკოლოგია“, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის თეორიისა და ისტორიის საკითხები. 3 (6) თბილისი, 2007 წელი; „ამერიკულლი ეკოლოგიის ბ. კომონეროს ოთხი კანონი“ (მ. ჯავახიშვილთან ერთად). ამერიკამცოდნეობის XI საერთაშორისო კონფერენციაზე, თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2010 წელი. „ეკოლოგიური ჰუმანიზმის პრინციპები“ სტუ-ის გამომცემლობა „თბილისის არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის პრობლემები“ 2013 წ. „Ecological ethicks and ecological humism-moral and spiritual origin of a men. Azerbaijan university of Architecture and Construction 2013“. „დაავადებულ შენობათა სინდრომი“. სტუ-ის გამომცემლობა, არქიტექტურისა და ქალაქთმშენელობის თანამედროვე პრობლემები, 2017 წ“. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით გამოცემული აქვს დამხმარე სახელმძღვანელო: „100 ტესტური კითხვა და პასუხები ეკოლოგიაში“ გამომცემლობა „ტექნიკური უნივერსიტეტი“, თბილისი, 2005 წელი; სახელმძღვანელო − „ქალაქთმშენებლობითი ეკოლოგია“, გამომცემლობა „ტექნიკური უნივერსიტეტი“, თბილისი, 2007 წელი (Iშ 99940-57-74-X).