მე, გულივერ კვანტალიანი დავიბადე 02.02.1947 წელს. გეგეჭკორის რაიონის, სოფ.ნაგვაზაოში. იქვე1954-1965 წლებში ვსწავლობდი ლეციცხვაიეს საშუალო სკოლაში.1965-1970 წლებში ვსწავლობდი სტუ-ს,სარკინიგზო ტრანსპორტის მიმოსვლის გზათა ინჯინერ მშენებელის სპეციალობით.1972-1975 წლებში ვსწავლობდი სტუ-ს ასპირანტურაში. ვიმუშავე:სტუ-ს რკინიგზების მშენებლობის კათედრის უფრ. მეცნ.თანამშრომელად, სტუ-ს რკინიგზების მშენებლობის კათედრის დოცენტად. სტუ-ს სატრანსპორტო ფაკულტეტის დეკანის მოადგილედ. 2006 წლიდან დღემდე ვარ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. ვხელმძღვანელობ დოქტორანტებს და მაგისტრანტებს. გამოცემული მაქვს ოთხი სახელმძღვანელო ქართულ ენაზე ბაკალავრებისა და მაგისტრანტებისათვის, ასევე გამოქვეყნებული მაქვს 60 სამეცნიერო სტატია. ვმუშაობ ციცაბო დაღმართებზე მატარებლების ხანგრძლივი დამუხრუჭებისას თბური რეჟიმების გამოკვლევის, მარაბდა-ახალქალაქის რკინიგზის ხაზზე მატარებლების მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებების საკითხებზე.
- რკინიგზების კვლევა-ძიება
CV
გამოქვეყნებული ნაშრომები