სპი-ში მუშაობა დაიწყო 1968 წელს და გაიარა სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ყველა საფეხური: პრეპარატორი, ლაბორანტი, უფრ. მასწავლებელი, დოცენტი და პროფესორი. ლექციებს კითხულობს 1976 წლიდან დღემდე. დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკ-ი, სპი სპფ-ის ჟურნალისტიკის განყოფილება. პოლიტოლოგი; პოლიტიკის დოქტორი (სპეციალობა - საერთაშორისო ურთიერთობების პოლიტიკური პრობლემები და გლობალური განვითარება, 1999), პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი (სპეციალობა - პოლიტიკური მეცნიერების თეორია და ისტორია, 2003); პროფესორი (2003); გადამდგარი პირველი კლასის სახელმწიფო მრჩეველი; ვიცე-პოლკოვნიკი; ომის ვეტერანი; სპორტის დამსახურებული მოღვაწე. მსოფლიოში სრუტეთა ახალი წესით გადაცურვისა და საქართველოში პარაცურვის ფუძემდებელი; ათგზის მსოფლიო ჩემპიონი, მათ შორის, სამგზის მსოფლიო ჩემპიონი ბიატლსა და ტრიატლში; შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონი ზამთრის ცურვაში. ავტორი 5 მონოგრაფიის, 9 სახელმძღვანელოსი, 200-მდე სამეცნიერო ნაშრომისა და კონფერენციაზე წაკითხული 120-ზე მეტი მოხსენების, ხელმძღვანელი 23 დოქტორანტის.ავტორი და ხელმძღვანელი: ეროვნული უშიშროების საბჭოში 1996 წელს განხორციელებული სტრატეგიული ანალიზისა და გლობალური მოდელირების ავტომატიზებული სისტემისა „დიდგორი“ (პრეზიდენტის # 05-ს განკარგულება12.02.1996); იმავე აპარატში პოლიტიკურ მოვლენათა პოლიტომეტრიკული მეთოდით ანალიზისა და პროგნოზირების სისტემისა „აისი“; სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე განხორციელებული პოლიტიკისმცოდნეობის მულტი და ინტერდისციპლინური სასწავლო-სამეცნიერო პროექტის „პოლიტიკა სამსჯავროზე“. საავტოროსერტიფიკატის # 7564. ჯილდოები: ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი (საქართველო); „მხედრული მამაცობისათვის“ მედალი (საქართველო); „სამგალითო სამსახურისთვის“ უკრაინის შჯ-ის მედალი (უკრაინა); ბაირონის საერთაშორისო საზოგადოების ოქროს მედალი (დიდი ბრიტანეთი); წლის ადამიანი-2002, გაზეთი "ახალი ეპოქა"; სტუ-ის აკადემიური საბჭოს საპატიო დიპლომი; ალექსანდრე ჩიკვაიძის სახელობის პრემია.ეროვნული მოძრაობის აქტიური მონაწილე - არჩეული იყო: ნახევრად არალეგალური «დავით აღმაშენებლის ჩოხოსანთა კავშირის - ჩოხოსნები 1973»-ის თავმჯდომარედ 1973 წელს; ერის ღირსების დამცველთა ასოციაცია «იმედის» საწინამძღვროს წევრად (1989-1991); საქართველოს სახალხო ფრონტის დარბაზის წევრად (1989-1992); ზღვისპირეთის დამცველთა ასოციაცია «აიეტის» თავმჯდომარედ 1990 წ.

სამეცნიერო ინტერესები
  • პოლიტოლოგია, საერთაშორისო ურთიერთობების გეოპოლიტიკური ასპექტები; ეროვნული უშიშროება; საინფორმაციო უშიშროება; კიბერუშიშროება; ევროპისმცოდნეობა; საინფორმაციო პოლიტიკა; საინფორმაციო ეპოქა; ინფორმაციული (კიბერ) ომები; საინფორმაციო-ანალიტიკური ტექნოლოგიები; საგარეო პოლიტიკა; საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა;პ ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკური აზრი XIX საუკუნის პირველ ნახევარში. პოლიტიკის მეცნიერებები (0312): პოლიტიკის მეცნიერება (0312.1.1), საერთაშორისო ურთიერთობები (0312.1.2), დიპლომატია და საერთაშორისო პოლიტიკა (0312.2.1), უსაფრთხოების კვლევები (0312.2.2), ევროპული ინტეგრაცია (0312.2.4). ევროპისმცოდნეობა (0388.1.2); 0619 ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები; 1014 სპორტი; 1031.1.1 თავდაცვა და უსაფრთხოება.