ლალი ჩახვაშვილი - აკადემიური დოქტორი - ვარ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (სტუ) ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი. მიღებული მაქვს ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კომპიუტერულ ინჟინერიაში. სტუ-ს საბჭომ 2007 წელს მომანიჭა. ინჟინერიის დოქტორის ხარისხი.
ვატარებ მთელი რიგის კვლევებს ფიზიკისა და ტექნოლოგიების რამდენიმე დარგში, როგორიცაა კონდენსირებული ფიზიკა, მოლეკულური ფიზიკა, სენსორული სისტემები, ენერგია და საინფორმაციო ტექნოლოგიები. ვარ 40-ზე მეტი კვლევითი ნაშრომის და ერთი სამეცნიერო გამოგონების (პატენტით) ავტორი. ვმონაწილეობდი და ვხელმძღვანელობდი ევროკავშირის, ISTC და ეროვნული კვლევით პროექტებს, რომლებიც დაკავშირებულია საინჟინრო ფიზიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სხვადასხვა სფეროსთან. ვარ საქართველოს საინჟინრო აკადემიისა და სხვა სამეცნიერო საბჭოებისა წევრი.
მონაწილეობა მაქვს მიღებული 30-ზე მეტ კონფერენციაში საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. ამჟამად ვხელმძღვანელობ სამედიცინო ფიზიკის სამაგისტრო პროგრამას სტუ-ში.
- ნანო-ტექნოლოგია, ნანო სენსორები
CV
გამოქვეყნებული ნაშრომები