საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო მექანიკისა და ტექნიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის სამშენებლო მექანიკისა და ნაგებობათა სეისმომედეგობის მიმართულების პროფესორი.
1965-1971 წლებში ვსწავლობდი საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სამშენებლო ფაკულტეტზე. 1971-1974 წლებში ვმუშაობდი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. რაზმაძის სახ. მათემატიკის ინსტიტუტში, ინჟინრად.
1974-1977 წლებში ვსწავლობდი ქ. მოსკოვის სამშენებლო-საინჟინრო ინსტიტუტის (МИСИ) დღის დასწრებულ ასპირანტურაში, მასალათა გამძლეობისა და დრეკადობის თეორიის კათედრაზე.
1977 წლიდან დღემდე ვმუშაობ სტუ-ს სამშენებლო ფაკულტეტზე სხვადასხვა თანამდებობებზე: ასისტენტი, უფროსი მასწავლებელი, დოცენტი, ასოცირებული პროფესორი, პროფესორი.
1985 წ. 11 სექტემბერს დავიცავი დისერტაცია და გავხდი ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (დიპლომი ТН № 083958, მოსკოვი).
2004 წლის 15 ოქტომბერს სტუ-ს პროფესორთა საბჭოს გადაწყვეტილებით მომენიჭა დოცენტის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდება. სამშენებლო მექანიკის სპეციალობით (დოცენტის ატესტატი № 002240).
პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად ვეწევი სხვადასხვა სამეცნიერო კვლევით და სხვა საქმიანობას. გამოქვენებული მაქვს 27 სამეცნიერო ნაშრომი, 19 სტატია, 3 სახელმძღვანელო, 5 კონფერენცია და სხვა.
ვიყავი სამშენებლო ფაკულტეტის პროფბიუროს მდივანი, სტუ-ს პროფკავშირების სამშენებლო საყოფაცხოვრებო სექტორის წევრი, სპი-ს სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე აღმზრდელობითი მუშაობის დარგში; ვარ სამშენებლო ფაკულტეტზე დისერტაციის დაცვის კომისიის წევრი, სამშენებლო ფაკულტეტის საბჭოს წევრი.
- კვლევის საგანი: გარსების ოპტიმალური გაანგარიშების საკითხები, აგრეთვე მანქანათა სამშენებლო მექანიკის სპეციალური მანქანათა სამშენებლო მექანიკის სპეციალური ამოცანები. შრომებში განხილულია წყვეტილი მახასიათებლების მქონე ფილებისა და გარსების გაანგარიშებისა და ოპტიმალურად დაგეგმარების საკითხები; დრეკად-პლასტიკური სისტემების და ანაკრები კონსტრუქციების ზიდვის უნარის განსაზღვრა; დრეკადობის თეორიის ზოგიერთი სივრცითი ამოცანის ზუსტი გადაწყვეტის საკითხები. სამეცნიერო კვლევის საგანს წარმოადგენს ნაკლებად გამოკვლეული საინჟინრო ამოცანები, რომლებიც ეხებიან ანაკრები ბრუნვითი გარსების გაანგარიშებას, რომელთა ზოგიერთი ფიზიკური და გეომეტრიული პარამეტრები ნახტომისებურად იცვლებიან.. აღნიშნული საკითხების გადასწყვეტად ი.კაკუტაშვილი იყენებს აკადემიკოს ილიუშინის მეთოდს.