გივი ლოლაძე

ასოცირებული პროფესორი - სილიკატების ტექნოლოგიის მიმართულება, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი - არაორგანული და მინისებრი დამფარავების ტექნოლოგიის მიმართულებით, სტუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრი 2016 წლიდან 2024 წლამდე.

ჩემი სამეცნიერო მოღვაწეობა მოიცავს კვლევებს სილიკატების ტექნოლოგიის, კერძოდ ჭიქურების, მინანქრების და სხვა მინისებური დამფარავების ახალი შედგენილობების შექმნისა და მათი დამახასიათებელი პარამეტრების განსაზღვრის მიმართულებით. გამოქვეყნებული მაქვს 42 სამეცნიერო შრომა, 2 მეთოდური მითითება, მაქვს 14 საავტორო მოწმობა გამოგონებაზე.ვკითხულობ ლექციებს ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისა და მაგისტრანტებისთვის. ვიყავი ,,ფერადი მინის და ბროლის ქარხნის” და კერამიკული ქარხანა ,,ინტერიერის” მთავარი ტექნოლოგი.მონაწილეობა მაქვს მიღებული მრავალ კონფერენციასა და ასევე გამოფენაში, სადაც დაჯილდოებული ვარ ბრინჯაოს მედლით, სხვადასხვა საპატიო სიგელით და დიპლომით.

სამეცნიერო ინტერესები
  • ახალი დაბალტემპერატურიანი კერამიკული მასებისა და მინისებური დამფარავების მიღება. მათი ფიზიკო-ქიმიური პროცესების კვლევა